ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ძალიან რთული მეტოქე შეხვდა

AutoSharing Option
საინტერესოა, რას ფიქრობენ ევროტურნირებში მონაწილე ქართული გუნდების მწვრთნელები და წარმომადგენლები მეტოქეებზე, რომლებიც 22 ივნისს ჩატარებული წილისყრის შემდეგ გაირკვა.


ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი:

"ძალიან რთული მეტოქე შეგვხვდა. წლებია, კვიპროსული გუნდები ევროთასებზე ღირსეულად გამოდიან. მაგრამ უფრო არასასურველი ყაზახური "აქტობე" იქნებოდა.

ამჟამად, ბათუმის "დინამო" თურქეთში ემზადება. ბიჭებმა იციან, რომ სერიოზული გამოცდა გველის და მობილიზება დაგვჭირდება.

თამაშს ზესტაფონში გავმართავთ და ჩვენს გულშემატკივრებს მივმართავ - ჩამოვიდნენ, მხარი დაგვიჭირონ და გუნდს ძალა შემატონ. ასეთ მეტოქესთან ჩვენ გულშემატკივართა სერიოზული
თანადგომა დაგვჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ზესტაფონელებს მხარდაჭერისთვის წინასწარ :)
shako
14:21 24-06-2015
0
როგორც მახსოვს ამ ბიჭმა ბათუმის დინამო რთული ვითარებიდან გამოიყვანა. ჯერ უმაღლეს ლიგაში გადავიდა გუნდი და ეხლა ევროტურნირზე მონაწილეობს. კვიპროსული გუნდები მართლა ძლიერები არიან და რავი წარმატებას ვუსურვებ ბათუმის გუნდს
koba
16:59 23-06-2015
0

სიახლეები პოპულარული