"ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზადაა, ცხელი ზაფხული გველოდება!"

AutoSharing Option
გაზეთ "ბერლინერ ცაითუნგში" ლევან კობიაშვილზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე საუბრობს და აკონკრეტებს, რას მიენიჭება მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პრიორიტეტი. სტატიას თითქმის უცვლელად გთავაზობთ:

"გული მტკივა, როცა ვხედავ, რომ ჩემი ქვეყანა ფიფას რეიტინგში 139-ე ადგილზეა, - ასე დაიწყო ლევან კობიაშვილმა გაზეთ "ბერლინერ ცაითუნგის" ჟურნალისტთან საუბარი და იქვე დასძინა, - მარტო ამით ჩანს, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული."

37 წლის ლევან კობიაშვილმა ახალი მისია დაისახა. ბერლინის "ჰერტას" ყოფილი ვარსკვლავი თავის სამშობლოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას
უმიზნებს. თითქმის 20 წლის წინ საქართველო ფიფას რეიტინგში 42-ე ადგილზე იყო, მაგრამ მას მერე ქართული ფეხბურთის საქმე უკან-უკან წავიდა.

კობიაშვილს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და ამ ყველაფრის გამოსწორება უნდა.

ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ხუთნახევარი წლის შემდეგ ბერლინის "ჰერტა" დატოვოს და სამშობლოში დაბრუნდეს. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კობი "ჰერტას" მენეჯმენტში მუშაობდა.

"დიახ, გადაწყვეტილება მიღებულია. სამშობლოში ვბრუნდები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. მინდა, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო!" - ამბობს კობი.

ლევანის სახით გერმანიას ბუნდესლიგის ლეგენდა ტოვებს! 1998-დან 2014 წლამდე კობიმ "ფრაიბურგის", "შალკეს" და "ჰერტას" რიგებში, პირველ ბუნდესლიგაში 351 მატჩი ჩაატარა და მასზე მეტი შეხვედრა ამ დროისთვის მხოლოდ ერთადერთ ლეგიონერს, კლაუდიო პისაროს (383) აქვს ჩატარებული.

"ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი საქმეა, უამრავი რამ არის გამოსასწორებელი. უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, ქართულ ფეხბურთს სერიოზული რეფორმა სჭირდება. მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა უნდა იყოს.

ფაქტია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ყველაფერი გაცილებით უფრო დემოკრატიული უნდა გახდეს", - ამბობს კობი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორ აპირებს კობი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას?

"ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზადაა, ცხელი ზაფხული გველოდება. კარგად ვართ მომზადებულები. ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიგვიღია - დიდხანს ვიფიქრეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ", - აცხადებს კობიაშვილი.

პრობლემა ის არის, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი არჩევნების ჩატარების თარიღი და არც პრეზიდენტობის კანდიდატების ოფიციალური სიაა ცნობილი - ასეთია ფეხბურთი საქართველოში.

კობიაშვილი თბილისში ახლა მეუღლის და შვილების გარეშე მიემგზავრება და მისი მიზანი კონცეფციის დახვეწა და მხარდამჭერების შეგროვებაა.

Sportall.Ge

კობი: "ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ არჩევნების მოგება. ჩემი მიზანი ბევრი რამის შეცვლაა."

ბოლო ორი წლის განმავლობაში კობიაშვილმა ბევრი რამ ისწავლა: "პარალელურად ვსწავლობდი სპორტის მენეჯმენტს და კურსი დავხურე. ასევე, ბევრი რამ ვისწავლე "ჰერტას" ოფისში და აკადემიის ყველა განყოფილებაში. უღრმესი მადლობა ამისათვის!"

თუ არჩევნებს მოიგებს, გაისად თბილისში ოჯახსაც წაიყვანს, მაგრამ ამბობს, რომ ბერლინში სახლს არ გაყიდის.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს ... ნაციონალები აქაც იჩითებიან ? კობიაშვილს არ ქონია დამსახურება და მარტო კალაძეს უნდა თურმე მარტო ! .... დომენტი
lora-s
11 ივლისი 2015 09:38
0
რა დამსახურება მიუძღვის, ისეთი კობიაშვილ ს, რომ საქართველოს ფფპ რომ აირჩიონ , ხალხს უნდაა თუ კლაძეს უნდა ,
ესეც საკითხავია.
lora
09 ივლისი 2015 11:52
0

დომენტი არის ორ პირა ადამიანი
gio
09 ივლისი 2015 11:38
0
გრიგოლიას რეაქციაში რასაც ვუყურებ ორივე ძმა არველაძეს, მივხვდი რომ .. დაკარგული და ყველაფერზე არიან წამსვლელი. ყველაზე უნამუსო პოლიტიკოსი რომ თანამდებობას ებღაუჭება და საზიზღრობას რომ საზიზღრობაზე აკეთებს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მაგ ხალხზე.
odala
08 ივლისი 2015 06:57
0
რეზი დიდი მადლობა თქვენი და მთელი ფედერაციის,მაგრამ ცვლილებების დროა. კობი გელოდებით,იმედით ვართ და ღმერთი შეგეწიოს თქვენც და თქვენს ოჯახსაც.
shalva qutaiseli
07 ივლისი 2015 11:43
0
Kaci rom 8 weliwadi federaciashia da 150 te adgilze vart iman ra namusit unda iyaros kenwhi
Dato
06 ივლისი 2015 15:36
0
ლევან კობიაშვილი ამჯერად საუკეთესო კანდიდატია და უნდა გაიმარჯვოს კიდეც.ქართული ფეხბურთის აღორძინებას მარტო ლევანი ვერ უშველის,მაგრამ მთელი ქვეყანა უნდა დაუდგეს გვერში და წარმატებაც მალე მოვა,თორემ რეიტინგი ისეთი გვაქვს- სირცხვილით ვიწვი.
გიორგი
03 ივლისი 2015 21:28
0
ვინც ქართული ფეხბურთის ბედით არის დაინტერესებული და შეწუხებულია დღეს არსებული მდგომარეობით,ყველამ კობიაშვილს უნდა მისცეს ხმა,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან არსებული კორუფციული მექანიზმი ამოქმედდება და შედეგი უკვე ცნობილი იქნება. გამოქეყნდეს რეგიონების მიხედვით დელეგატების სია - დაკატეგორიულად მოვითხოვოთ მათგან, კობის მხარდაჭერა.თუარადა გამოვაცხაგოთ საქართველოს მოღალატეებად.ეს ცოტა არადემოკრარიულია ,მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს.გივი გაგნიძე
გორელი გორელი
01 ივლისი 2015 01:06
0
არველაძემ თუ მოიგო არჩევნები ფეხბურთის ყურება შემძიძღდება საბოლოოდ!

MIRIANI
30 ივნისი 2015 14:04
0
არველაძეებო მოსცილდით ქართულ ფეხბურთს
ana
29 ივნისი 2015 10:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული