ნიკა ჭანტურია აზერბაიჯანელებს: მერე რა? ჩვენ ალექსანდრე იაშვილი გვყავს!..

AutoSharing Option
"აზერისპორტი" თბილისის "დინამოს" კაპიტან ნიკა ჭანტურიას დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა. ჭანტურია ახლა ტრავმირებულია, თუმცა მისი აზრი მომავალი მატჩის შესახებ მაინც ძალიან საინტერესოა:


- რა შეგიძლიათ თქვათ "გაბალასთან" მომავალ მატჩზე?
- ჩემი აზრით, რთული თამაში იქნება. რა თქმა უნდა, "დინამო" ძლიერი გუნდია. აქ თამაშობენ ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები. გვყავს ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელსაც ვაფასებთ. ჩვენ ვემზადებით რთული თამაშისთვის.

- შეუძლია "დინამოს" "გაბალას" ძლევა?
- კი, თუმცა მე ვაფასებ "გაბალას". ჩვენ
ჯერ კიდევ კარგად უნდა შევისწავლოთ მომავალი მოწინააღმდეგე, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა.

- თქვენ ტრავმის გამო ვერ ითამაშებთ. ეს "დინამოსათვის" დანაკლისი იქნება?
- მე ტრავმირებული ვარ და ეს ცუდია. ძალიან მინდა, დავეხმარო გუნდს როგორც "გაბალასთან" მატჩში, ისე სხვა შეხვედრებში. ახლა ეს არ გამოდის. იმედი მაქვს, როცა დავბრუნდები, უკეთესად ვითამაშებ.

- გაქვთ თუ არა ინფორმაცია "გაბალას" თაობაზე?
- მაქვს, მაგრამ არცთუ ისე ბევრი.

- იცნობთ თუ არა ოლეკსეი გაის?
- კი. თუ არ ვცდები, ის ადრე "შახტარში" თამაშობდა.

- "გაბალას" ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს...
- მერე რა?.. ჩვენ ალექსანდრე იაშვილი გვყავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
)))))) არ გცხვენია ნიკა მამის ტოლა კაცს რომ ეკაიფებიი:))))))))))
kote
17:01 30-06-2015
0
ტრაბახი აქ საიდ დაინახეთ? და ამ ბიჭს აქ ყველა იმ სიტყვის თქმის უფლება რასაც ამბობს. თქვენ კი მიაყენეთ...
ირკალი
16:40 30-06-2015
0

სიახლეები პოპულარული