რევაზ არველაძე: უნდა გაირკვეს, არის თუ არა საბოტაჟის ნიშნები

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ.

როგორც რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის ფედერაცია არ გამორიცხავს, რომ გარეშე პირები ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნან პრობლემები.

"მთელი საქართველოს პრესტიჟია, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში, გაარკვიონ საკითხი. თუ ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის, მაშინ სამართალდამცველები უნდა დაგვეხმარონ. არის თუ არა საბოტაჟის ნიშნები, უნდა გაირკვეს", - განაცხადა არველაძემ.

მისივე თქმით, ბილეთები იყიდება, თუმცა არა იმ სისწრაფით, როგორც ეს მოსალოდნელი
იყო.

არველაძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, გაყიდულია 1220 ბილეთი. ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ვერ ადასტურებს ინფორმაციას, დაიწყება თუ არა ხვალიდან ბილეთების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. არველაძის თქმით, ეს საკითხი, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაირკვევა.


უეფას სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს უნამუსო კიდევ სხვას აბრალებს!
irakli
10:47 01-07-2015
0
ცადიიიიიიიიიიიიი რეზო თავი დაგვანებე ხომ ხედავ ხალხი ვერ გიტანს
zaza
18:44 30-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული