ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბილეთები სალაროებში გაიყიდება.
ბილეთები ინტერნეტის მეშვეობით Biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა თავდაპირველად დაანონსებული თარიღის შემდეგ აღნიშნულ პორტალზე ტექნიკური ხარვეზები არ წყდებოდა, რაც გულშემატკივრებში გაღიზიანებას და აღშფოთებას იწვევდა.
საბოლოოდ, Biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ბილეთების გაყიდვა და 30 ივნისს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ბოდიში მოიხადა:
"დღის განმავლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, კერძოდ, რიგის მართვის არასწორი მუშაობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეწყდეს ინტერნეტგაყიდვები. ველოდებით უეფას პასუხს.
გიხდით
გაღიზიანებული და შეწუხებული ქართველი ქომაგის რეაქცია კი არაერთგვაროვანი იყო ამ პოსტის მიმართ.
გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას ამ პოსტის მიმართ, რომელმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო ინტერნეტმომხმარებლისგან.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე დამონტაჟებულ ვიდეოს, რომელიც ასევე ზემოთ დაწერილ პოსტს მიეძღვნა.
იხილეთ ვიდეო [შეიცავს უცენზურო ლექსიკას]
იმან კი, ვისაც ნერვებმა უმტყუნა, ინტერნეტში Biletebi.ge-ს განადგურების ხერხსაც მიაგნო.მორიგი შარჟი: "უბილეთოდ დარჩენილი მესამე რაიხი" [შეიცავს უცენზურო ლექსიკას]
ასევე იხილეთ:
ინტერნეტში biletebi.ge-ს შარჟი-საიტი ocheredi.ge გაჩნდა
ესპანელი ბიძაც კარგია :D