ევროთასები 2015/16: ვინ განგვსჯის, ვინ აჩვენებს?

AutoSharing Option
ცნობილია იმ არბიტრთა ვინაობა, ვინც ქართული კლუბების მონაწილეობით გასამართ შეხვედრებს მოემსახურება ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

თბილისის "დინამო"
2 ივლისს, 20 საათზე, თბილისის "დინამო" მშობლიურ "დინამო არენაზე" აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება. მატჩს ებრაელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი როი რაინშრაიბერი იქნება. მას დაეხმარებიან ელიაშ ბიტონი და იდარ იარკონი. მეოთხე მსაჯია ცვი ლევი. ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აწარმოებს.

ბათუმის "დინამო"
ამავე დღეს, 20 საათზე, ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე", ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბათუმის "დინამო" კვიპროსულ "ომონიას" მიიღებს. ამ შეხვედრას სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი მსაჯი მიტია ჟგანეცი იქნება. მას მანუელ ვიდალი და ანდრაჟ კოვაჩიჩი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯად კი ნეიც კაიტაზოვიჩია მოვლინებული. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია აწარმოებს.

"ცხინვალი"
2 ივლისს ევროთასებზე დებიუტი ექნება "ცხინვალს". კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდი გასვლაზე ითამაშებს "ბოტოშანთან". ამ შეხვედრას, რომელიც ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება, ალბანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ლორენც ჯემინი იქნება. მას დაეხმარებიან ერმალ ბარუში და გერმალ ქირიცი. მეოთხე მსაჯია კლაიდი კოლა. ამ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" შემოგვთავაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა ქართულ ტელევიზიებს
dito
15:01 01-07-2015
0
ასე არ ჯობიაა ,ერთხელ ჩვენც გავიხაროთ ფეხბურთის ზეიმით,ბრავო ტელევიზიებს...
Nukri
14:07 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული