მან გული "აზერისპორტს" გადაუშალა.
"თბილისის "დინამოში" ამ დროისთვის ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები თამაშობენ. საქართველოს ჩემპიონატში გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
ქართველების საქმისადმი მიდგომა ჩვენგან განსხვავდება - ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს აწინაურებენ და მერე ყიდიან.
ჩემი აზრით, "გაბალამ" უნდა გადალახოს "დინამოს" ბარიერი. ეს ხომ ის "დინამო" არ არის, რომელიც ჩვენ გვახსოვს. იყო დრო, ამ გუნდს დიდებული პერიოდი ედგა, ახლა კი ის სხვა კლასისაა", - განაცხადა ტუაევმა.
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"