ჩვენ და აზერბაიჯანელები - ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია

AutoSharing Option
ფოტოზე: "ნეფთჩი"-"ჩიხურა". 31.07.14. ბაქო

დღევანდელი ევროტურნირების მატჩებით ქართული გუნდებისათვის ახალი საფეხბურთო სეზონი იხსნება.

დღეს ევროტურნირებზე ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-კვიპროსულ დაპირისპირებებზე ვისაუბრებთ, ხოლო რაც შეეხება ქართულ-რუმინული ბრძოლების ისტორიას, ამაზე მომდევნო კვირაში იყოს, როცა "ბოტოშანი" "ცხინვალთან" საპასუხო მატჩისთვის გვესტუმრება...

ჩვენ და აზერბაიჯანელები
გულს უხარია, როცა ევროტურნირებზე ამა თუ იმ ქვეყნის გუნდებთან ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაზე დადებითი ფონი სჭარბობს უარყოფითს! ანუ, ჩვენდა საბედნიეროდ, უეფაში ისეთი ქვეყნებიც არიან გაწევრიანებული, რომელთა წარმომადგენლებთანაც ქართულ გუნდებს უარყოფითი ბალანსი არა აქვთ.

რაც შეხება კონკრეტულ შემთხვევას, ევროტურნირებზე ქართული და აზერბაიჯანული გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა
ისტორიაში, დღესდღეობით, ფაქტობრივად, სრული თანაფარდობაა: 8 მატჩი, 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება; უმნიშვნელო სხვაობაა ბურთების შეფარდებაში და აზერბაიჯანელებს მცირედით ვჯობნით (11-10).

საკლუბო დონეზე ჩვენს მეზობლებთან პირველი ოფიციალური დაპირისპირება 11 წლის წინათ გვქონდა, როცა ევროტურნირების დებიუტანტმა "თბილისმა" ორივე მატჩი მოუგო "შამქირს". იმ დროისთვის დამწყები სპეციალისტის, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "თბილისი" სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებდა უპირატესობას და გუნდშიც ერთიმეორეზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გამოდიოდნენ.

2006 წლის ზაფხულში ბევრი არ მოელოდა, რომ საქართველოს მაშინდელი ჩემპიონი, მოკრძალებული ფინანსური რესურსის მქონე ბოლნისის "სიონი" შეძლებდა და ორი მატჩის ჯამში დაძლევდა იმ დროისათვის სოლიდურ ბიუჯეტიან "ბაქის", რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე გამოცდილი ლეგიონერი გამოდიოდა.

თუმცა, კახა ცხადაძის დამოძღვრილმა "სიონმა" უაღრესად დაძაბულ და ნერვულ თბილისურ მატჩში ერთობ კომფორტული, ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა; არანაკლებ დაძაბული გამოდგა საპასუხო შეხვედრაც, რომელიც ბოლნისური გუნდისათვის სასურველი სცენარით დასრულდა და "სიონიც" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სხვათა შორის, "სიონი"-"ბაქის" თბილისურ შეხვედრაში ბოლნისურ გუნდში დებიუტი ჰქონდა იმ დროისათვის 19 წლის საყრდენ ნახევარმცველს ზაზა ჭელიძეს, რომელიც დღეს კვლავ დაუპირისპირდება აზერბაიჯანულ კლუბს, ოღონდ, ამჯერად უკვე თბილისის "დინამოს" მაისურით.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანულ კლუბებთან მომდევნო ორი დაპირისპირება ჩვენთვის არასასურველი შედეგით დამთავრდა, თანაც, ორწლიანი ინტერვალით ორჯერვე "ნეფთჩიმ" გვაჯობა: აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ჯერ საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონს" მოუგო ორრაუნდიანი დაპირისპირება, შარშან კი ევროპალიგის პლეი ოფისკენ გზა გადაუკეტა "ჩიხურას".

აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში "ნეფთჩის" წარმატებებს ლეგიონერთა გამორჩეული თამაში განაპირობებდა: "ზესტაფონთან" თავი გამოიჩინეს ჯულიუს ვობაიმ (სიერა ლეონე) და ნიკოლას კანალესმა (ჩილე), შარშან კი "ჩიხურასთან" საპასუხო შეხვედრაში კამერუნელმა ცენტრფორვარდმა ერნესტ ნფორმა ჰეთ თრიკი შეასრულა...

ყველა დაპირისპირება
უეფას თასი. I საკვ. ეტაპი
15.07.04. თბილისი
თბილისი-შამქირი 1:0
1:0 გ. ნუგზარის ძე ჭელიძე (32)
თბილისი: დევაძე, ლოლაძე, ორბელაძე, ქემოკლიძე, ოდიკაძე (66. შ. ჯიქია), გოგუა, გ. ნუგზარის ძე ჭელიძე, აფციაური, გეწაძე (69. ელიავა), ხოჯავა (59. ფიფია), მიქაძე.
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

22.07.04. შამქირი
შამქირი-თბილისი 1:4
0:1 გ. ნუგზარის ძე ჭელიძე (26), 0:2 მიკუჩაძე (40), 0:3 მიკუჩაძე (78), 0:4 გ. კვარაცხელია (85), 1:4 ალიევი (90)
თბილისი: დევაძე, ლოლაძე, ორბელაძე, ქემოკლიძე, ელიავა, ოდიკაძე (56. გ. კვარაცხელია), გოგუა, გ. ნუგზარის ძე ჭელიძე (75. გეწაძე), ხოჯავა (46. მიქაძე), აფციაური, მიკუჩაძე.

ჩემპიონთა ლიგა. I საკვ. ეტაპი
11.07.06. თბილისი
სიონი-ბაქი 2:0
1:0 ჩასემი (70), 2:0 უგრეხელიძე (89)
სიონი: ბათიაშვილი, კობაური, ლ. ჭელიძე, ჭიჭვეიშვილი, რაქვიაშვილი (46. ზ. ჭელიძე), ბაჯელიძე, შავგულიძე, ქუცურუა (77. უგრეხელიძე), ევოჩე (46. ჩასემი), ა. ალავიძე, მიკუჩაძე
მწვრთნელი: კახა ცხადაძე

18.07.06. ბაქო
ბაქი-სიონი 1:0
1:0 გულიევი (63)
სიონი: ბათიაშვილი, კობაური (30. ა. ალავიძე), ლ. ჭელიძე, ჭიჭვეიშვილი, ბოიომო, რაქვიაშვილი, შავგულიძე, უგრეხელიძე, ბაჯელიძე (46. ზ. ჭელიძე), ქუცურუა (77. ევოჩე), ჩასემი.

ჩემპიონთა ლიგა. II საკვ. ეტაპი
12.07.12. ბაქო
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0
1:0 იმამვერდიევი (22), 2:0 ვობაი (24), 3:0 კანალესი (63)
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, თ. ღონღაძე, საჯაია, მ. კობახიძე, ელიავა (77. თორ. გრიგალაშვილი), აფციაური (66. გუგუჩია), მენთეშაშვილი, შარიქაძე, გორგიაშვილი, დვალი, ოვონიკოკო (59. დ. მუჯირი).
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

24.07.12. ზესტაფონი
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2
1:0 მუჯირი (16), 2:0 დვალი (19), 2:1 ვობაი (22), 2:2 სადიგოვი (52-პენ)
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, თ. ღონღაძე (69. ელიავა), მ. კობახიძე, თედ. გრიგალაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, მენთეშაშვილი, შარიქაძე, დ. მუჯირი, გორგიაშვილი (63. აფციაური), დვალი, ოვონიკოკო (55. ბენაშვილი).

ევროპალიგა. III საკვ. ეტაპი
31.07.14. ბაქო
ნეფთჩი-ჩიხურა 0:0
ჩიხურა: მ. ქვილითაია, ოდიკაძე, შ. კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, გ. დათუნაიშვილი, ჯიღაური, კორიფაძე (81. ლ. ჭელიძე), დეკანოიძე (90. ჩიკვაიძე), გაბედავა, კუჭუხიძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

07.08.14. თბილისი
ჩიხურა-ნეფთჩი 2:3
0:1 ნფორი (16), 0:2 ნფორი (27), 1:2 გაბედავა (30), 1:3 ნფორი (38), 2:3 გაბედავა (50)
ჩიხურა: მ. ქვილითაია, ოდიკაძე, შ. კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, გ. დათუნაიშვილი, ჯიღაური, კორიფაძე (79. მუმლაძე), დეკანოიძე, გაბედავა, კუჭუხიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე, 2011 წელს გაბალას საერთაშორისო ოთხტა ტურნირზე გორის დილას გაბალა ყავს დამარცხებული 3-1. და იმ ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელად დავით რაჟამაშვილი დაასახელეს.
გოგა
13:34 02-07-2015
0
ყველა გუნდს პატივს ვცემ მაგრამ აზერბაიჯანის გუნდები რატომღაც არ მომწონს მუდმივად როდესაც ქართველებთან უწევთ თამაში ისმის დიდი აგრესია ჩვენი გუნდების მიმართ ამიტომ ჩემი აზრით ჩვენ გვაქ შესანიშნავი შანსი რომ ვაჩვენოთ გაბალას და ყველა გუნდს რაც შეგვიძლია
nika
14:09 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული