სკანდალი: ბათუმის სტადიონი ტენდერში გამარჯვებული პროექტით აღარ აშენდება!

AutoSharing Option
ბათუმში, ოქტომბერში ახალი სტადიონის მშენებლობა ოქტომბერში უნდა დაიწყოს და 2017 წელს დასრულდეს, თუმცა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ, ესპანურ კომპანიას, რომელსაც სტადიონი უნდა დაეპროექტებინა, კონტრაქტი გაუწყვიტა.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომელშიც აჭარის მთავრობის წევრებიც შედიოდნენ, რამდენიმე თვის წინ ბათუმის სტადიონის გამარჯვებული პროექტი გამოავლინა და გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROTEX დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კომპანია საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა, არც გამოცდილება გააჩნდა და არც სტადიონი იყო ფიფას სტანდარტების შესაბამისი.


ესპანურ მხარესთან, სტადიონის დაპროექტებასთან დაკავშირებით,
კონტრაქტიც გაფორმდა, თუმცა ეს კონტრაქტი პირველ ივლისს ოფიციალურად შეწყდა.

როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ IBERPROTEX-მა საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, თუმცა, თავის დროზე აჭარის ფინანსთა სამინისტროს მშენებლობათ-მოწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუგზარ ძნელაძე, რომელიც კომისიის წევრიც იყო, მედიასთან აცხადებდა, რომ კომპანიის მიერ გამოცდილების წარმოდგენა სავალდებულო არ იყო.

ის, რომ ესპანელების პროექტი საერთოდ არ შეესაბამებოდა FIFA, UEFA, IAAF-ის სტანდარტებს, არაერთხელ აღნიშნა კონკურსში მონაწილე პოლონურმა კომპანია PERBO-მ, მათ საჩივარიც შეიტანეს და არაერთი განცხადება გააკეთეს, დეტალურად ახსნეს, თუ რატომ იყო ესპანელების პროექტი უვარგისი, თუმცა მათ არავინ მოუსმინა.


როგორც ბათუმის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა, ოთარ ფედიჩკინმა Sportall.ge-ს განუცხადა, მან არ იცის დეტალურად, რა გახდა კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს კომპანიის გამოუცდელობა გახდა და ამაზე პასუხი აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბათუმში სტადიონის მშენებლობა, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხნით გადაიწევს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვისაც გევალებათ რომ ბათუმს სტადიონი უნდა ქონდეს და ხელს არ უწობს მაგარი ურცხვები ხართ
rezi
03:57 03-07-2015
0
ესენი ბათუმში ნგრევის გარდა არაფერს აკეთებენ
Rezo
02:16 03-07-2015
0

სიახლეები პოპულარული