ინტერნეტში გადამყიდველი სუპერთასის 75-ლარიან ბილეთს 300 დოლარად ყიდის!

AutoSharing Option
საქართველოში, ერთ-ერთ ონლაინ-მარკეტზე უკვე გამოჩნდა გასაყიდად თბილისის სუპერთასის ბილეთები.

ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, რომ იყიდება "ბარსელონა-სევილიას" თამაშის 4 ცალი 75-ლარიანი ელექტრონული ბილეთი. განცხადებაში მითითებულია ბილეთების ადგილმდებარეობაც - I იარუსი, 13 სექტორი, 4 რიგი.

ბილეთების პატრონი განცხადებაში წერს, რომ ბილეთებს გარანტიით ყიდის. სუპერთასის ბილეთებს ფასიც "სუპერ-შესაბამისი" აქვს - 75-ლარიანი ერთი ბილეთი 300 დოლარად იყიდება.

როგორც ბილეთების პატრონმა Ambebi.ge-ს განუცხადა, ის ბილეთების გადამყიდველი არ არის, უბრალოდ, გაუმართლა და მოახერხა ბილეთების შეძენა.

"გამიმართლა და მოვახერხე ბილეთების ყიდვა. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სალაროებში
გაიყიდება ბილეთები, ფასები კიდევ უფრო მოიმატებს. მე დიდი გულშემატკივარი არ ვარ "ბარსელონასი", ასე რომ, ბილეთების გაყიდვა გადავწყვიტე".

ჯონი პატარკაციშვილი
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 4 /
ის ბილეთების გადამყიდველი არ არის...????????????????????????????????????????????????????????????????????????????
მა ვინ ჩემი....!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
v.v.a.
18:23 02-07-2015
0
ვის ხელში ჩაცვივდა ბილეთები თქვე არასწორებო,უნამუსო ...
papa
18:09 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული