ფეხბურთელი საპასუხო საშინაო მატჩის წინ იმედიანადაა განწყობილი და აღნიშნავს, რომ იმ ქართველი გულშემატკივრების "დასასჯელად", რომლებმაც აზერბაიჯანის სიმბოლიკა შეურაცხყვეს, საუკეთესო საშუალება "დინამოს" დამარცხება იქნება.
"დინამოსა" და "გაბალას" საპასუხო დაპირისპირება 9 ივლისს, გაბალაში გაიმართება.
- რამ შეუშალა "გაბალას" ხელი თბილისში წარმატების მიღწევაში?
- კარგი და ძლიერი გუნდი გვყავს. ალბათ, გავლენა გუნდში განხორციელებულმა ცვლილებებმა იქონია. დროა საჭირო, რომ შევთამაშდეთ.
- პირველი მატჩის შედეგმა გუნდს განწყობა წაუხდინა?
- არა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. შანსი კარგი გვაქვს.
- როგორ შეაფასებთ ქართველი გულშემატკივრების ქმედებას აზერბაიჯანული დროშისა და "გაბალას" სიმბოლიკის მიმართ?
- უკვე ხუთი წელია აზერბაიჯანში ვცხოვრობ და თავს აზერბაიჯანელად მივიჩნევ. ეს ჩემთვის ისევე უსიამოვნო სანახავი იყო, როგორც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებისთვის.
- ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ამის პასუხად შეურაცხყოფა საქართველოს დროშისა და "დინამოს" სიმბოლოკისთვის მიეყენებინათ, ზოგი კი მიიჩნევს, რომ საუკეთესო პასუხი "გაბალას" გამარჯვება იქნება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ამ ადამიანებს სწორედ გამარჯვებით უნდა ვუპასუხოთ. უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებთ. ამასთან, წარმოუდგენელია, ევროპალიგის ამ ეტაპზე დავასრულოთ გამოსვლა.
- რა იქნება "გაბალას" პასუხი?
- კარგი შანსი გვაქვს საიმისოდ, რომ ქართული გუნდი უკან ჩამოვიტოვოთ. უბრალოდ, უნდა გავიმარჯვოთ. ეს შეგვიძლია. მოედანზე ხასიათს გამოვავლენთ. უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს პირველ მატჩში შევძელით.
- და თუკი არაფერი გამოგივათ ზედიზედ მეორე წელს?
- ნუ მეტყვით, რომ რაღაც შეიძლება არ გამოგვივიდეს. ამაზე ფიქრიც კი არ მსურს. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს - გამარჯვება.
ასევე იხილეთ:
გეორგ ფლორესკუ: თბილისის "დინამოსგან" ასეთ კარგ ფეხბურთს არ ველოდით