"დინამო არენაზე" სამუშაოების 90% შესრულებულია

AutoSharing Option
ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (ტგფ) "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერთასის მატჩისთვის მიმდინარე სამუშაოებზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

რეაბილიტაციის ერთ-ერთი დასკვნითი ეტაპი ინდივიდუალური სკამების გამოცვლა იყო. ეს პროცესი კომპანია "დაგიმ" დაიწყო და უკვე დასრულების სტადიაშია.

დღეისთვის, ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე, ეგრეთ წოდებული პიქსელის პრინციპით, 30 ათასამდე სკამი დაამონტაჟეს, რაც დაგეგმილის ნახევარზე მეტია - სულ "დინამო არენამ" 53 ათასი მაყურებელი უნდა დაიტიოს.

7 ივლისს სუპერთასის საორგანიზიო სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.

"90 პროცენტი
სამუშაოების შესრულებულია. ეს იყო შესასვლელი ტურნიკეტები, განათება, რომელიც ძალიან მაღალი დონისაა; ასევე, კამერები უსაფრთხოების მიზნით, ტაბლო, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო; ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული ხაზი, გასახდელები. 15-20 ივლისისთვის ყველა სამუშაო იქნება დასრულებული", - განაცხადა კალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

გადაწყდა, რომ სუპერთასის ბილეთები "მიხეილ მესხის" სტადიონზე 12 ივლისის 09:00 საათიდან გაიყიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვის მოგწონთ ჭრელი სტადიონი? რეკონსტრუქცია "დინამო არენაზე" [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან მომწონს სკამების ფერთა განლაგება,უცხოა.
vaxvax
16:46 08-07-2015
0
zaza-ს. არ ვიცი რა სპეციალობის ბრძანდები, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრა. არა მგონია, ის კომისია, რომელმაც სკამების ასე დამონტაჟება მოიწონა, შენზე ნაკლებად ესმოდეს ეს საქმე. შენ არ მოგწონს, მე მომწონს, სხვას არ მოსწონს, იმას წოსწონს და ა.შ. რეფერენდუმი ხომ არ ჩაგვეტარებინა! სხვა, უფრო საჭირბოროტო საკითხებით რომ დავკავდეთ, აჯობებდა.
zaali
15:08 08-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული