ქართული გუნდები ევროთასებზე: რომელი არხები აჩვენებს და ვინ გვიმსაჯებს

AutoSharing Option
მოახლოვდა 9 ივლისი - დღე, როცა ევროპალიგაზე მოთამაშე სამი ქართული გუნდი საპასუხო მატჩებს გამართავს.

სხვადასხვა ტელეარხით სამივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟია დაგეგმილი. "გაბალა"-"დინამოს" "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს, "მეორე არხი" "ცხინვალი"-"ბოტოშანის" თბილისურ შეხვედრას შემოგვთავაზებს, ხოლო აჭარის ტელევიზია პირდაპირ რეპორტაჟს მოაწყობს კვიპროსიდან.

ალბათ, საინტერესოა, ვინ იმსაჯებს ამ შეხვედრებზე.

ცხინვალი
თბილისში, "მიხეილ მესხზე", ერთმანეთს "ცხინვალი" და "ბოტოშანი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 20 საათზე დაიწყება. როგორც გახსოვთ, ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 მორჩა. საპასუხო შეხვედრას ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ნიკოლაი იორდანოვი იქნება. მას ივან ვალჩევი და გეორგი
ტოდოროვი
დაეხმარებიან.

დინამო თბილისი
პარალელურად, გაბალაში თბილისის "დინამო" მასპინძელ "გაბალას" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იქნება ამორი დელერუ, რომელსაც ლორან სტინი და მიშელ ანო დაეხმარებიან. თბილისური მატჩი "დინამომ" 2:1 მოიგო.

დინამო ბათუმი
ასევე ჩვენი დროით 20 საათიდან ნიქოზიაში ბათუმის "დინამო" ადგილობრივ "ომონიას" გაუწევს მეტოქეობას. პირველი მატჩი ბათუმელებმა (ზესტაფონში) 1:0 მოიგეს.

შეხვედრის მთავარი მსაჯი პორტუგალიელი ფაბიო ვერსიმო იქნება. მას თანამემამულეები - პაოლო სუარეში და ანტონიო გოდინიო გაუწევენ ასისტენტობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Merabi რა უაზრო კომენტარს დებ ჯიგარ, თუ ხვდები!!! რომელ ანგარიშის გამოცხადებაზე საუბრობ ინტერნეტის ეპოქაში! კარგით რა. ნეტა სხვა პრობლემა არ იყოს ჩვენს ფეხბურთში და მაგას ავიტანთ როგორმე.
სოსო
09 ივლისი 2015 09:58
0
Merabi-ს და gizog-ს მინდა მივმართო. ნუთუ მინაშვილია მთავარი პრობლემა ქართული ფეხბურთის! გასაგებია, რომ შეიძლება არ მოგწონდეს რომელიმე კომენდატორი,თუმცა შენ არ მოგწონს, მე მომწონს...., მაგრამ ამის საჯაროდ და ასეთ დროს გარჩევა, არაადეკვატურად მიმაჩნია. მოკლედ ქართველების ისეთი დაიძინებელი სენი, რასაც სიძულვილი და გაუტანლობა ქვია, არ იკურნება. ჩვენს გუნდებს წარმატებებს უსურვებ, თქვენ კი ყველაზე "ჭკვიანო" გულშემატკივრებო, გირჩევთ კომენტატორის მოსმენის გარეშე უცქიროთ ფეხბურთს ანუ ჩაუწიოთ ხმას.
გოგი
09 ივლისი 2015 09:55
0
დავით მინაშვილი ერთ ერთი საუკეთესო კომენტატორია და ძალიან კარგად იცის ფეხბურთი და მისი ისტორია აღებული ტაქტიკიდან დამთავრებული შედეგამდე და უბრალოდ სასაცილოა როდესაც მესმის ისეთი ადამიანებისგან კრიტიკა რომლებმაც უბრალოდ არ იციან ფეხბურთი და მხოლოდ იმიტომ აკეთებენ კომენტარს რომ ვინმე ან რამე გააკრიტიკონ, მხოლოდ ერთს ვიტყვი ვისაც არ მოგწონთ მიბრძანდით რომელიმე ტელევიზიაში და გავჩვენეთ უკეთესი კომენტირება თუ არადა გაჩუმდით ( ქუჩურადაც შემეძლო მეპასუხა ღირსები კი ხართ)
nika
08 ივლისი 2015 23:33
0
რა ქნას ბატონმა დავითმა, რომელსაც იოტის ოდენა პატისაც არვცემ, როგორც კომენტატორს, რომ არიან ხალხი ქვეყნის მასშტაბით, რომლებსაც გადახვევის საშუალება არ აქვთ და ბევრი მხოლოდ იმიტომ უყურებს ამ მტჩს, რომ თავის საყვარელი გუნდის ანგარიში გაიგოს?
gizog
08 ივლისი 2015 14:22
0
მიბაძე სხვა კომტატორებს რომლებიც სანამ იტყვიან გვაფრთხილებენ რომ უნდა ანგარიშის გამოცხადება და ხმას ჩაუწევ და ინტერესიც არ იკარგება........
Merabi
08 ივლისი 2015 13:09
0
დავით მინაშვილის საყურადღებოთ,დათო ხოარ აჯობებდა შენ რომელ ფეხბურთსაც წაუძღვეთი მხოლოდ მიის გარშემო გემსჯელა და სხვა თამაშებისთვის თავი დაგენებებინა?რადგან იცი ალბათ რომ ხალხს ყურება უნდა(გადახვევის საშუალებებით)და ინტერესს ნუ გვიკარგავ..თხოვნაა....
Merabi
08 ივლისი 2015 13:07
0

სიახლეები პოპულარული