ქართული გუნდები ევროთასებზე: რომელი არხები აჩვენებს და ვინ გვიმსაჯებს

AutoSharing Option
მოახლოვდა 9 ივლისი - დღე, როცა ევროპალიგაზე მოთამაშე სამი ქართული გუნდი საპასუხო მატჩებს გამართავს.

სხვადასხვა ტელეარხით სამივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟია დაგეგმილი. "გაბალა"-"დინამოს" "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს, "მეორე არხი" "ცხინვალი"-"ბოტოშანის" თბილისურ შეხვედრას შემოგვთავაზებს, ხოლო აჭარის ტელევიზია პირდაპირ რეპორტაჟს მოაწყობს კვიპროსიდან.

ალბათ, საინტერესოა, ვინ იმსაჯებს ამ შეხვედრებზე.

ცხინვალი
თბილისში, "მიხეილ მესხზე", ერთმანეთს "ცხინვალი" და "ბოტოშანი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 20 საათზე დაიწყება. როგორც გახსოვთ, ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 მორჩა. საპასუხო შეხვედრას ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ნიკოლაი იორდანოვი იქნება. მას ივან ვალჩევი და გეორგი
ტოდოროვი
დაეხმარებიან.

დინამო თბილისი
პარალელურად, გაბალაში თბილისის "დინამო" მასპინძელ "გაბალას" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იქნება ამორი დელერუ, რომელსაც ლორან სტინი და მიშელ ანო დაეხმარებიან. თბილისური მატჩი "დინამომ" 2:1 მოიგო.

დინამო ბათუმი
ასევე ჩვენი დროით 20 საათიდან ნიქოზიაში ბათუმის "დინამო" ადგილობრივ "ომონიას" გაუწევს მეტოქეობას. პირველი მატჩი ბათუმელებმა (ზესტაფონში) 1:0 მოიგეს.

შეხვედრის მთავარი მსაჯი პორტუგალიელი ფაბიო ვერსიმო იქნება. მას თანამემამულეები - პაოლო სუარეში და ანტონიო გოდინიო გაუწევენ ასისტენტობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დავით მინაშვილის საყურადღებოთ,დათო ხოარ აჯობებდა შენ რომელ ფეხბურთსაც წაუძღვეთი მხოლოდ მიის გარშემო გემსჯელა და სხვა თამაშებისთვის თავი დაგენებებინა?რადგან იცი ალბათ რომ ხალხს ყურება უნდა(გადახვევის საშუალებებით)და ინტერესს ნუ გვიკარგავ..თხოვნაა....
Merabi
13:07 08-07-2015
0
მიბაძე სხვა კომტატორებს რომლებიც სანამ იტყვიან გვაფრთხილებენ რომ უნდა ანგარიშის გამოცხადება და ხმას ჩაუწევ და ინტერესიც არ იკარგება........
Merabi
13:09 08-07-2015
0

სიახლეები პოპულარული