ცხინვალი VS ბოტოშანი - მცირე უპირატესობა, შეცდომების გარეშე

AutoSharing Option
დღეს, 9 ივლისს, "ცხინვალი" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში რუმინულ "ბოტოშანის" დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "II არხი" წარმოადგენს.

თამაშზე დასწრება უფასოდაც შეიძლება, ხოლო ვინც სამლარიან ბილეთს შეიძენს, თბილისის სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება.

პირ­ვე­ლი მატ­ჩი ბო­ტო­შან­ში ფრედ, 1:1 დას­რულ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ევ­რო­თა­სე­ბის დე­ბი­უ­ტანტ "ცხინ­ვალს" (სხვა­თა შო­რის, "ბო­ტო­შა­ნიც" პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ევ­რო­თა­სებ­ზე) ამ ეტა­პის დაძ­ლე­ვის რე­ა­ლუ­რი შან­სი აქვს.


გუ­შინ, 8 ივლისს, ევ­რო­პა­ლი­გის პირ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მო­ნა­წი­ლე "ცხინ­ვალ­მა"
და "ბო­ტო­შან­მა" მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ივარ­ჯი­შეს. თა­ვი­დან­ვე უნ­და ვთქვათ, რომ ვა­კე­ში მინ­დ­ვ­რის სა­ფა­რი იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და გუნ­დებს ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა ექ­ნე­ბათ იმის­თ­ვის, რომ ქო­მაგს კარ­გი ფეხ­ბურ­თი შეს­თა­ვა­ზონ.

Sportall.Ge
ფოტოზე: კახა კაჭარავა

თავ­და­პირ­ვე­ლად, პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა "ცხინ­ვა­ლის" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა კა­ხა კა­ჭა­რა­ვამ:

- ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ძა­ლი­ან კარ­გი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გუნ­დია. რუ­მი­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თის თა­ო­ბა­ზე ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით. ის ევ­რო­პა­ში ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს. ასე რომ, სა­პა­სუ­ხო მატ­ჩიც ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა...

ჩვენს გუნ­დ­ში ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი ჯან­მ­რ­თე­ლა­დაა. შინ ვთა­მა­შობთ და ეს ჩვე­ნი მცი­რე უპი­რა­ტე­სო­ბაა, მაგ­რამ არამც და არამც არ უნ­და მოვ­დუნ­დეთ. უნ­და ვი­თა­მა­შოთ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თი. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­მოვ­რიცხოთ შეც­დო­მე­ბი...

ამ თა­მა­შის წინ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არ გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა შეკ­რე­ბა­ზე. მათ მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვე­ცით. "ცხინ­ვა­ლი" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ატა­რებს ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნი­რის მატჩს და იმე­დია, მხარ­და­ჭე­რა არ მოგ­ვაკ­ლ­დე­ბა...

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რ­და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბას ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში, ამას მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით. თა­ვის დრო­ზე, სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამას­ვე ამ­ბობ­და თე­მურ ქეც­ბა­ი­აც...

ჩვენ ვაგ­რ­ძე­ლებთ სე­ლექ­ცი­ას. აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ველ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე. არ გვინ­და, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი გუნ­დი შევ­ქ­მ­ნათ...

ევ­რო­პა­ში დღეს აღარ არი­ან პა­ტა­რა გუნ­დე­ბი და იოლი მე­ტო­ქე­ე­ბი...

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ კა­ჭა­რა­ვამ თა­ვის გუნდს "მი­ხე­ილ მეს­ხის" ხა­ვერ­დი­ვით გა­ზონ­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ უხ­მო. ამ დროს კი მას­მე­დი­ის წი­ნა­შე "ბო­ტო­შა­ნის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ლე­ონ­ტინ გრო­ზა­ვუ წარ­დ­გა:

- ერთ რა­მე­ში ბო­ლომ­დე ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი: 9 ივ­ლისს ქარ­თ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ლა­მაზ, სა­ნა­ხა­ობ­რივ ფეხ­ბურთს იხი­ლავს. ვნა­ხოთ, ვინ გა­ი­მარ­ჯ­ვებს. მჯე­რა, პირ­ვე­ლი­დან ბო­ლო წუ­თამ­დე დი­დი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა...

ჩვენ არ გვაქვს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა. თბი­ლის­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­მო­ვე­დით. "ბო­ტო­შა­ნი" პირ­ვე­ლად თა­მა­შობს ევ­რო­თა­სებ­ზე და ჩვე­ნი გუნ­დის მი­ზა­ნი ამ ეტა­პის დაძ­ლე­ვაა. ვფიქ­რობ, რომ შეგ­ვ­წევს ამის რე­ა­ლუ­რი ძა­ლა...

ჩვენ გვყავს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი გუნ­დი და ვმუ­შა­ობთ იმ ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით, რაც გვაქვს. კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის სურ­ვი­ლი და დი­რექ­ტი­ვაა, რომ წინ ეტა­პობ­რი­ვად, გეგ­მა­ზო­მი­ე­რად ვი­ა­როთ...

პირ­ვე­ლი მატ­ჩის მო­გე­ბა გვსურ­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. ეს პირ­ვე­ლი თა­მა­ში იყო და ამის­გან ტრა­გე­დია არ შეგ­ვიქ­მ­ნია. მთა­ვა­რია, ორი შეხ­ვედ­რის ჯამ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩვენ დაგ­ვ­რ­ჩეს. ევ­რო­პა­ში დღეს აღარ არი­ან პა­ტა­რა გუნ­დე­ბი და იოლი მე­ტო­ქე­ე­ბი...

Sportall.Ge
ფოტოზე: ლეონტინ გროზავუ

კარ­გად შე­ვის­წავ­ლეთ მე­ტო­ქე. რო­გორ ტაქ­ტი­კას ავირ­ჩევთ, ხვალ გა­მოჩ­ნ­დე­ბა. უნ­და ვი­თა­მა­შოთ ისე­თი ფეხ­ბურ­თი, რო­მე­ლიც მე­ო­რე ეტა­პის საგ­ზურს მოგ­ვი­ტანს...

რუ­მი­ნულ ფეხ­ბურ­თ­ში არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ კრი­ზის­ზე მკითხეთ და გეტყ­ვით. სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი ძვე­ლე­ბუ­რად დი­დი აღარ არის და, ალ­ბათ, პრობ­ლე­მე­ბიც ამის ბრა­ლია...

* * *
პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, თვა­ლი მიგ­ვე­დევ­ნე­ბი­ნა "ბო­ტო­შა­ნის" ვარ­ჯი­შის­თ­ვის. შევ­ნიშ­ნეთ, რომ ერთ-ერ­თი რუ­მი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვარ­ჯი­შობ­და - თურ­მე, მას გუ­ლის­რე­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბა ჰქო­ნია...

ფრიდონ გეგეშიძის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად წინ, მთელი საქართველო თქვენ გვერდითაა!!!
irakli apkhaidze
14:44 09-07-2015
0
გამარჯვებას,მინიმუმ შემდეგ ეტაპზე გასვლას გისურვებთ ცხინვალელებო!მეზობელი ქალაქი გორი თქვენს გვერდითაა,წინ...
ალანი
13:49 09-07-2015
0

სიახლეები პოპულარული