თამაშზე დასწრება უფასოდაც შეიძლება, ხოლო ვინც სამლარიან ბილეთს შეიძენს, თბილისის სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება.
პირველი მატჩი ბოტოშანში ფრედ, 1:1 დასრულდა. აქედან გამომდინარე, ევროთასების დებიუტანტ "ცხინვალს" (სხვათა შორის, "ბოტოშანიც" პირველად მონაწილეობს ევროთასებზე) ამ ეტაპის დაძლევის რეალური შანსი აქვს.
გუშინ, 8 ივლისს, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე "ცხინვალმა"
ფოტოზე: კახა კაჭარავა
თავდაპირველად, პრესკონფერენცია გამართა "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ:
- ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგი, დაბალანსებული გუნდია. რუმინული ფეხბურთის თაობაზე ყველამ ყველაფერი ვიცით. ის ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. ასე რომ, საპასუხო მატჩიც ძალიან რთული იქნება...
ჩვენს გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. შინ ვთამაშობთ და ეს ჩვენი მცირე უპირატესობაა, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოვდუნდეთ. უნდა ვითამაშოთ დაბალანსებული, ორგანიზებული ფეხბურთი. მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ შეცდომები...
ამ თამაშის წინ გადავწყვიტეთ, ფეხბურთელები არ გადაგვეყვანა შეკრებაზე. მათ მეტი თავისუფლება მივეცით. "ცხინვალი" საქართველოში პირველად ატარებს ევროპული ტურნირის მატჩს და იმედია, მხარდაჭერა არ მოგვაკლდება...
რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებას ეროვნულ ჩემპიონატში, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თავის დროზე, სამი წლის განმავლობაში, ამასვე ამბობდა თემურ ქეცბაიაც...
ჩვენ ვაგრძელებთ სელექციას. აქცენტი გაკეთებულია ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებზე. არ გვინდა, ერთწლიანი გუნდი შევქმნათ...
ევროპაში დღეს აღარ არიან პატარა გუნდები და იოლი მეტოქეები...
პრესკონფერენციის შემდეგ კაჭარავამ თავის გუნდს "მიხეილ მესხის" ხავერდივით გაზონზე სავარჯიშოდ უხმო. ამ დროს კი მასმედიის წინაშე "ბოტოშანის" მთავარი მწვრთნელი ლეონტინ გროზავუ წარდგა:
- ერთ რამეში ბოლომდე ვარ დარწმუნებული: 9 ივლისს ქართველი გულშემატკივარი ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. მჯერა, პირველიდან ბოლო წუთამდე დიდი ბრძოლა იქნება...
ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვედით. "ბოტოშანი" პირველად თამაშობს ევროთასებზე და ჩვენი გუნდის მიზანი ამ ეტაპის დაძლევაა. ვფიქრობ, რომ შეგვწევს ამის რეალური ძალა...
ჩვენ გვყავს ახალგაზრდული გუნდი და ვმუშაობთ იმ ბიუჯეტის მიხედვით, რაც გვაქვს. კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი და დირექტივაა, რომ წინ ეტაპობრივად, გეგმაზომიერად ვიაროთ...
პირველი მატჩის მოგება გვსურდა, მაგრამ არ გამოვიდა. ეს პირველი თამაში იყო და ამისგან ტრაგედია არ შეგვიქმნია. მთავარია, ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. ევროპაში დღეს აღარ არიან პატარა გუნდები და იოლი მეტოქეები...
ფოტოზე: ლეონტინ გროზავუ
კარგად შევისწავლეთ მეტოქე. როგორ ტაქტიკას ავირჩევთ, ხვალ გამოჩნდება. უნდა ვითამაშოთ ისეთი ფეხბურთი, რომელიც მეორე ეტაპის საგზურს მოგვიტანს...
რუმინულ ფეხბურთში არსებულ ფინანსურ კრიზისზე მკითხეთ და გეტყვით. სახელმწიფოს როლი ძველებურად დიდი აღარ არის და, ალბათ, პრობლემებიც ამის ბრალია...
* * *
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საშუალება მოგვეცა, თვალი მიგვედევნებინა "ბოტოშანის" ვარჯიშისთვის. შევნიშნეთ, რომ ერთ-ერთი რუმინელი ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა - თურმე, მას გულისრევის შეგრძნება ჰქონია...ფრიდონ გეგეშიძის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"