კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტმა (CIRS) ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე, "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" საპასუხო მატჩის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე ინციდენტებისა, რამაც შესაძლოა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.
შეგახსენებთ, რომ თამაში 9 ივლისს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრებად გაბალას ასეულობით ქართველი გულშემატკივარი ეწვია.
ორგანიზაცია, რომელიც თბილისშია ბაზირებული, მხარეებს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
"ჩვენი ექსპერტების აზრით, მატჩის წინ მიღებული უსაფრთხოების
ინსტიტუტის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ინციდენტები კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია, რომელიც 11 აგვისტოს, თბილისში, "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გასამართ უეფას სუპერთასის მატჩს უკავშირდება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს, ეს ღონისძიება ჩაიშალოს და ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების თვალში შეილახოს საქართველოს რეპუტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
ინსტიტუტი ასევე გვახსენებს, რომ 2008 აგვისტოს ომიც აგვისტოში დაიწყო და ის სპორტულ მოვლენას - პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა.
ინსტიტუტის განცხადება 6 ივლისს, თბილისში გამართულ "დინამო"-"გაბალას" პირველ მატჩს უკავშირდება, რა დროსაც "დინამო არენის" ტრიბუნებზე გამოფენილ ბანერს: "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი. 1921 წელი", აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება მოჰყვა.
აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, თამაშის შემდეგ "გაბალას" გულშემატკივრებს ქართველმა ფანებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აზერბაიჯანის ეროვნული დროშა კი შეურაცხყვეს.
"საერთაშორისო ევროპული ქსელის, "ფეხბურთი რასიზმისა და დისკრედიტაციის" მონაცემებით, პროვოკაციული ბანერი ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ფრონტმა" გამოფინა, რომელიც თავს "დინამოს" გულშემატკივრად წარმოაჩენდა. დაჯგუფება ასევე იყენებდა ნეონაცისტურ სიმბოლიკას - დივიზია "ეს-ესის" სიმბოლო "თავის ქალასა" და მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიელი მოხალისეებისგან 1942 წელს ფორმირებული გერმანული აბვერის, "ბერგმანის" სახელწოდებას", - წერს CIRS.
მომზადებულია abc.az-ის მიხედვით