შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება რუმინეთში ფრედ, 1:1 დასრულდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში სტუმრებმა ანგარიში უკვე მე-6 წუთზე, დან რომანის გოლით გახსნეს, 37-ეზე კი მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ - მატჩის არბიტრმა ნიკოლაი იორდანოვმა ნიკა კაჭარავას მეორე გაფრთხილების გამო მოედანი დაატოვებინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე გუნდებში ფეხბურთელთა რაოდენობა გათაბრდა - მსაჯმა 49-ე წუთზე უკვე ფლორინ პლამიდას დაატოვებინა მოედანი.
თუმცა, კახა
ანგარიშში სხვაობის შემცირება ვარლამ კილასონიამ 65-ე წუთზე 11-მეტრიანით შეძლო და "ცხინვალს" მცირე იმედი მიეცა, თუმცა 68-ზე პაულ ბატინმა გიორგი ნადირაძის კარში გაიტანა და ყველა კითხვას პასუხი გასცა - 1:3 და ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინული გუნდი გავიდა.
"ცხინვალმა" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, გიგაური (63, შულაია), მახარობლიძე, ივანიშვილი, ცაცქრიაშვილი (78, ბურძენაძე), ქარდავა (71, ლობჟანიძე), კაჭარავა.