"ცხინვალი" თბილისში "ბოტოშანისთან" დამარცხდა და ევროპალიგას დაემშვიდობა

AutoSharing Option
9 ივლისს, "ცხინვალმა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში რუმინულ "ბოტოშანის" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა, რითაც ევროტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება რუმინეთში ფრედ, 1:1 დასრულდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში სტუმრებმა ანგარიში უკვე მე-6 წუთზე, დან რომანის გოლით  გახსნეს, 37-ეზე კი მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ - მატჩის არბიტრმა ნიკოლაი იორდანოვმა ნიკა კაჭარავას მეორე გაფრთხილების გამო მოედანი დაატოვებინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე გუნდებში ფეხბურთელთა რაოდენობა გათაბრდა - მსაჯმა 49-ე წუთზე უკვე ფლორინ პლამიდას დაატოვებინა მოედანი.

თუმცა, კახა
კაჭარავას
გუნდმა ამით ვერ ისარგებლა, 59-ე წუთზე კი რომანმა დუბლიც შეასრულა - 0:2.

ანგარიშში სხვაობის შემცირება ვარლამ კილასონიამ 65-ე წუთზე 11-მეტრიანით შეძლო და "ცხინვალს" მცირე იმედი მიეცა, თუმცა 68-ზე პაულ ბატინმა გიორგი ნადირაძის კარში გაიტანა და ყველა კითხვას პასუხი გასცა - 1:3 და ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინული გუნდი გავიდა.

"ცხინვალმა" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, გიგაური (63, შულაია), მახარობლიძე, ივანიშვილი, ცაცქრიაშვილი (78, ბურძენაძე), ქარდავა (71, ლობჟანიძე), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხინვალმა პირველი ბურთი თვითონ მოუტანა თავის თავს. კაჭარავამ ძალით გააგდებინა მსაჯს თავი. დინამომ ძალით წააგო. თუ ეშინიათ, ეზარებათ ან არ უნდათ ევროპაზე თამაში, აძალებთ ვინმე?! 1975 წლიდან შეგნებულად მახსოვს ფეხბურთი. ასეთი რამ არ მინახავს
ნუკრი
23:13 09-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული