ლეონტინ გროზავუ: ჩვენი მიზანი შევასრულეთ

AutoSharing Option
რუმინული "ბოტოშანის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმ "ცხინვალთან" (3:1) ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


მატჩის შემდგომ "ბოტოშანის" თავკაცმა ქართველებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ცხინვალი" ახალგაზრდული, მაგრამ მზარდი გუნდია.

"დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ძალიან კარგი, ახალგაზრდული გუნდი გყავთ. ვუსურვებ მათ მომავალში წარმატებას. ჩვენ ჩვენი მიზანი შევასრულეთ. პირადად მე, მათი ნამუშევარი, რაც ამ გუნდმა თავის თავზე და მოედანზე გააკეთა, ძალიან მომეწონა, მწვრთნელის ხელი ეტყობოდა გუნდს. შემიძლია მხოლოდ დადებითად შევაფასო "ცხინვალის"
თამაში", - განაცხადა გროზავუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული