კახა კაჭარავა: სად რუმინეთის ჩემპიონატი და სად - საქართველოსი

AutoSharing Option
"ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ რუმინულ "ბოტოშანისთან" (1:3) ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


- რთული თამაში გამოდგა. ვფიქრობ, პირველი წუთები ცუდად დავიწყეთ და ელემენტარული შეცდომის გამო მივიღეთ პირველი გოლი. მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და თუ შეცდომაზე არ ისწავლეს, არაფერი გამოუვათ. მთავარია, ეს აღარ განმეორდეს.

რაც შეეხება მეტოქეს, კარგად დაკომპლექტებული და დაბალანსებული გუნდია, გამოცდილი. სად რუმინეთის ჩემპიონატი და სად - საქართველოსი?! მეორე ტაიმში ისეთი გოლები გავუშვით... ცენტრალური მცველების ასეთი
შეცდომა მიუღებელია, მაგრამ ამით ტრაგედიას ნუ შევქმნით.

დასანანი ის არის, რომ შანსი იყო და ეს შანსი გავუშვით ხელიდან. მთავარია, ვიფიქროთ საქართველოს ჩემპიონატზე.

- დღეს სამივე ქართული გუნდი გამოეთიშა ევროსარბიელს, რა ეშველება ქართულ ფეხბურთს?
- მეტი პროფესიონალიზმია საჭირო. მწვრთნელი უნდა წყვეტდეს თავის საქმეს, ხელმძღვანელობა - თავის საქმეს. პრობლემა ეს არის.

- როდესაც ვუტევდით მეტოქეს, ბურთს ვიღებდით კარში. რისი ბრალი იყო ეს?
- ესენი ბავშვები არიან. ზოგს პირველად მოუწია ამ დონეზე თამაში და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა.

მთავარია, ეს გუნდი შევინარჩუნოთ, იყოს მხარდაჭერა, რომ ამ გუნდს ჰქონდეს განვითარების საშუალება. სხვაგვარად სულ ასეთ დღეში ვიქნებით.

მე თავიდანვე ვთქვი, რომ "ბოტოშანი" კარგი გუნდია, კარგად დაკომპლექტებული. ყველა ორთაბრძოლა მოგვიგეს, ეს არ ხდება შემთხვევით. რეალურად უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ანალიზი უნდა გავაკეთოთ, რატომ წავაგეთ. იქ რომ 1:1 მორჩა მატჩი, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ცუდი გუნდი იყო "ბოტოშანი". ელემენტარულმა შეცდომებმა გადაწყვიტა ყველაფერი.

- გუნდის დაკომპლექტება დაასრულეთ?
- არა, სადაც კარგ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვნახავ, ყველას წამოვიყვან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაჭარავა ტავს ნუ იმართლებ ეხლა ჩემპიონატის დონეების შედარებით! მაშინ ისიც აღიარე რომ სად ბოტოშანის მწვრთნელი და სად შენ!!! რას ქვია ტრაგედიას არ ქმნი? ტრაგედიაა აბა რა არის პირველ ეტაპზე რომ ვარდები შენნაირ გამოუცდელ გუნდთან. მესმის გამოვარდნილიყვნენ ტოპ ლიგის გუნდთან, მაშინ პრეტენზია არავის არ გვექნებოდა და კაჭარავას არგუმენტებიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნებოდა. ჯერ თავის შვილს ასწავლოს დისციპლინა და მერე დაიწყოს თავის მართლება. გადავერთვებითო საქართველოს ცემპიონატზე, ვის რაში ჭირდება საქართველოს ჩემპიონატში თქვენი შედეგი, როცა ევროტურნირებზე თავს გვჭრით თქვე სამარცხვინოებო. სამ თამაშში სამი გაგდება რა უბედურებააააა, ბალაგანი და ბარდაგიააააა თქვე არაპროფესიონალებოოო!
georgiano
12:27 10-07-2015
0
სად ჩვენი მწვრთნელები და სად იმათი...
0

სიახლეები პოპულარული