ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ჰქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: "Burchali is ancient Azerbaijan land" ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); "Sarvan no Marneuli", "Bostandere No Rustavi" და "Choruk Gemerli! No Bolnisi!"
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს. ასევე, გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე
აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".
9 ივლისს, გაბალაში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (2:0), თბილისის "დინამო" კი ევროპალიგას გამოეთიშა.
ქართველებო კაცებო გაიღვიძეთ და ისწავლეთ ვაჟკაცობა - თამაშზე ამათ უნდა გამოვუჭიმოთ ერეკლე მეორის, გიორგი სააკაძის და გიორგი მაზნიაშვილის პორტრეტები იმ ბანერთან ერთად, ასევე წმ. გიორგის ხატი უნდა იყოს თამაშზე და ბახტრიონის მოსაგონარი ცალკე. კაი დედიშვილები არიან მოგვიგონ ან რამე დაუპირისპირონ.