ალექსანდრე იაშვილი: ზეწოლას ვერ გავუძელით

AutoSharing Option
ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად 0:2 დამარცხდა "გაბალასთან" და გათამაშებას გამოეთიშა.


მატჩის შემდეგ apasport.az-ს ინტერვიუ გამოცდილმა დინამოელმა ალექსანდრე იაშვილმა მისცა.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, "დინამო" ფრეზე თამაშობდა...
- ასე არ ვიტყოდი. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო - გოლი არ გაგვეშვა. მაგრამ მატჩის მიწურულს მეტოქის ზეწოლას უკვე ვეღარ გავუძელით. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, სიტყვები არ მყოფნის.

- ასეთი დაბოლოება ვერ წარმოგედგინათ?
- წასაგებად არ ჩამოვსულვართ. "დინამოს" მიზანი ამ ეტაპის გადალახვა იყო. გოლის გაშვების მერე
დაცვაში არ ჩავმსხდარვართ, შეტევა ვცადეთ.

- შეიძლება ითქვას, რომ "დინამოს" ფეხბურთელის გაძევებამ გადაწყვიტა მატჩის ბედი?
- დიახ, სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ვითარება. სტუმრად უმცირესობაში თამაში ძალიან ძნელია. თამაშს ისედაც მეტოქე აკონტროლებდა, ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა.

- ძალიან იმედგაცრუებული ჩანხართ...
- დიახ, ახლახან წავაგეთ და ვერ გავედით შემდეგ ეტაპზე.

- რატომ არ ჩაამთავრეთ მატჩი ბოლომდე?
- ასე გადაწყვიტა მთავარმა მწვრთნელმა. ეს მისი გადაწყვეტილება და საქმეა.

- "გაბალას" თამაშზე რას იტყვით?
- უფრო ჩემი გუნდის თამაშზე ვფიქრობდი. ვიცოდით, რომ "გაბალა" მოსაგებად ითამაშებდა. ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობდი, რადგან ადრე "ინტერში" ვთამაშობდი და მათ წინააღმდეგ თამაში მომიწია. სამწუხაროა, რომ ფინალურ სასტვენამდე ჩვენთვის სასარგებლო ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაშვებულ გოლამდე თითქმის რასაც კონტრშეტევა ქვია არ გაგვიხორციელებია და როცა ახერხაებდნენ სამწუხაროდ ადგილი ქონდა უკეთეს პოზიციაში მყოფი პარტნოიორის ვერ დანახვას.სამიოდე ლეგიონერი რომ გვყოლოდა ვისაც ბურთის დაჭერა შეეძლებოდა ამ ეტაპს უპრობლემოდ გადავლახავდით.
0
იაშკა როგორც პირველ მატჩში,აქაც მე-60 წუთიდან უნდა ჩართულიყო თამაშში და გაცილებით უფრო მეტი შანსი გვექნებოდა
ჩუი ტრენერს
23:13 10-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული