ზვიად სიჭინავა: ეს ძალიან ცუდი ტემპია

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, ბილეთების გაყიდვის ტემპი ძალიან ცუდია.

როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის ფედერაცია დღეს, 18:00 საათზე გააკეთებს განცხადებას, თუ როგორ გაგრძელდება ბილეთების გაყიდვა.

"გაყიდულია 2 300 ბილეთი. ეს ძალიან ცუდი ტემპია. ამიტომ ჩვენ ალბათ, 18:00 საათისთვის ვიტყვით, როგორ გაგრძელდება ამ ბილეთების გაყიდვა და როდის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავყიდოთ ბოლომდე, მაგრამ ღამე ხალხს ვერ გავაწამებთ", - განაცხადა სიჭინავამ.

- ყველა ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფირცხალავა ჩივადზე რას აკეთებენ მაქ მუქთა ხელპას იგებენ როგორც ვიცე პრეზიდენტები ან ვეტერანები მუქთას ჩამენ ბილიარდს აგორებენ და დარმავოი ხელფას იგებენ კიდე გაიზახიან გარედან არავის მოუშვებთო ვაი თქვენს პატრონს პანგურისკვრით გამოგკრით მაქედან ფირცხალავა დომენტი რეზო ვეტერანებო ჩივაძეებო გასაგებია ჯერ სადა ხართ რა გელოდებათ რაიცით თქვენ
levani
07:08 13-07-2015
0
რეგიონების დიდ ქალაქებშიც უნდა გაიყიდოს ბილეთები.რა თბილისის გარდა სხვაგან არ უყვართ ფეხბურთი? ფეხბურთი ყველასია.
ქალაქებში/მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე/უნდა გაიყიდოს ბილეთების მთლიანი რაოდენობის დაახლოვებით ასეთი პროცენტულობით: თბილისი-50%,ქუთაისი-10%,ბათუმი-8%,რუსთავი-6%,ზუგდიდი-6%,გორი-5%,ფოთი-5%...
გორელი გულშემატკივარი
13:40 12-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული