ზოგმა გულშემატკივარმა ბილეთების შეძენა შეძლო, ზოგმა კი ვერა. ამ დრომდე 7000-მდე ბილეთია გაყიდულია. აღსანიშნავია, რომ "ცოცხალი" რიგის ნაცვლად კვირას დილის 09:00 საათზე გულშემატკივრებს უკვე სიაში ჩაწერილი სხვა ქომაგები დახვდნენ. მტყუან-მართალის გარკვევა კი ამ დრომდე ხდება.
ჩვენს ფოტოგალერეაში ბილეთების ეპიცენტრში გადაღებულ გამორჩეულ კადრებს გთავაზობთ.
ბილეთების გაყიდვა დღეს, 09.00 საათიდან მიმდინარეობს. უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.
- ყველა