ბილეთები სულ გაიყიდა, ექიმებმა ორი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

AutoSharing Option
"მიხეილ მესხის" სალაროებში უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დასრულდა. ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, 09.00 საათიდან დაიწყო. უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ამჟამად ვაკის პარკში, იმ ადგილზე, სადაც გუშინ უეფას სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველთა რიგი იდგა, დასუფთავების სამსახური მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, იქიდან გამომდინარე, რომ ბილეთების გაყიდვა 06:00 საათისთვის დასრულდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებთან ბილეთების მყიდველთა რიგი აღარ დგას. დაკეტილია ყველა სალარო.

ასევე, სიწყნარეა ფეხბურთის ფედერაციასთან. ადგილზე მხოლოდ გუშინდელი დღის შემდეგ დარჩენილი
უსაფრთხოების ჯებირებია.

ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები.

მანამდე ვაკის პარკში, უეფას სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი ორი მამაკაცის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ორი მამაკაცი ექიმებმა გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე, კრუნჩხვის დიაგნოზით, კიდევ ერთი ერთი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ვაკის პარკთან გუშინ მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა.

სასწრაფოს ექიმებს მოუწიათ რამდენიმე მოქალაქისთვის ადგილზე დახმარების გაწევა.

- ყველა ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 9 /
აუ ამ პესიმისტური და ტანჯული განწყობით ნუ გაახურეეთ მართლა. ჩვენი მამა-ბაბუებიც აღამებდნენ, ბილეთების რიგში როცა დინამო ყვაოდა და ქართული საფეხბურთო ზეიმები გვქონდა, მარა სამწუხაროდ მოგვენატრა ჭეშმარიტი ფეხბურთის სინამდვილეშ ცქერა და ამის გამო იქ ღამენათევ კაცს სამშობლო ფეხზე ჰკიდია? ვიცით რო ქვეყანას განსაცდელი უდგას საუკუნეების მანძილზე მარა ეს საერთოდ რა შუალშია ფეხბურთის სიყვარულთან?...
irakli apkhaidze
13 ივლისი 2015 17:33
0
რეებს წერთ საერთოდ, ფეხბურთი ალბათ მხოლოდ ტელევიზორში გინახავთ ისიც მაშინ როცა შემთხვევით გადაგერთვებოდათ. იმ გადამთიელების თამაშის გამოა ეგრე რო გვიყვარს ფეხბურთი თორე დღეს ჩვენ ფეხბურთის შემხედვარე საერთოდ სტადიონის მოხვნა და იქ ბაღის გაშენება მოგინდება...
irakli
13 ივლისი 2015 17:05
0
ბილეთების უმეტესობა ბარიგების ხელშია.საქართველოს ნაკრების თამაშზე ამის 10% აჟიოტაჟი არ არის არასდროს.მთლად აირია საქართველო,მსოფლიოს დასაცინი გახდა.ვიღაც გადამთიელების სანახავად, ქართველი კაცი სიცოცხლეს სწირავს და კლინიკაში ხვდება.უკანასკნელი ლუკმის ფულს სპეკულანტს უჯიბავს. სირცხვილი.
vaxvax
13 ივლისი 2015 16:29
0
ვაი ამათ პატრონს მართლა,რის გამო იკლავენ თავს.თუ მაგრები არიან, წავიდნენ და რუსების მიერ გადმოწეულ საზღვარზე ათენონ ღამე.ესაა ჩვენი უბედურება,თავისი გაისწორონ,დანარჩენი სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ,მესის ოფლიანი ... ნახვის გამო,კინაღამ დაწყვიტეთ ერთმანეთი,ვაი თქვენს პატრონს მართლა.
მალხაზი
13 ივლისი 2015 14:02
0
Gmiri Bekunia amas ro cer martulxlartebtan xam ar dgaxar?
kaxa bekos
13 ივლისი 2015 13:49
0
საცოდავი ჩვენი თავი და ჩვენი სამშობლო. ქვეყანა თავზე გვაქვს ჩამონგრეული, ყველაფერი გაგვიყიდეს, უამრავი პრობლემა და საფიქრალი გაგვჩენია და ესენი ბილეთების რიგში იხოცებიან.
--საცოდაო საქართველოვ, ამათი იმედი უნდა გქონდეს? თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, იქნებ ოდესმე გამოვფხიზლდეთ. ღმერთმა იმედი ნუ მოგიშალოთ ყველას!!!
shoda
13 ივლისი 2015 13:23
0
dato-ს. ... თქვენც ხართ იმ სიჭინავასთან ერთად, როცა მართულხლართებს გიბავენ ტრასასთან ახლოს და თქვენ ბილეთებზე იჭრით ვენევს. თქვენ ყველა ერთად თქვენი ფედერაციის პრეზიდენტის ჩათვლით, ხართ ......
beko
13 ივლისი 2015 12:40
0
80-მა ჯგუფმა აიღო ბილეთი, ანუ 4 000-მა კაცმა იყიდა სულ 16 000 ბილეთი! სად წაიღო ... 6 000 ბილეთი, რატომ არ თხოვენ პასუხს?
dato
13 ივლისი 2015 12:10
0
ეს რეზი არველაძე რა .... ნეტავი,,,,ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო..მართლა ვარსკვლავები რატომ დუმან..
rezi
13 ივლისი 2015 11:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული