"გაბალას" თითოეულმა ფეხბურთელმა "დინამოს" ორრაუნდიან მატჩში დამარცხებისთვის 12 ათასი დოლარი პრემიის სახით უნდა მიიღოს.
"გაბალას" პრეზიდენტი, მილიარდერი ტალე ჰეიდაროვი ესწრებოდა "გაბალას" საშინაო მატჩს "დინამოსთან", რომელიც აზერბაიჯანულმა გუნდმა 2:0 მოიგო, კმაყოფილი დარჩა ფეხბურთელების თავდადებით და მათთვის პრემიის გაცემა ბრძანა.
ამბობენ, რომ თუკი "გაბალა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, ფეხბურთელები კლუბის ისტორიაში რეკორდულ პრემიებს მიიღებენ.