ჩვენ და სერბები - ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია

AutoSharing Option
ფოტოზე: "დინამო", თბ-"ცრვენა ზვეზდა". 2009 წელი
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ადრეც მომხდარა, როცა ქართული გუნდებისათვის ევროტურნირები ივლისშივე დასრულებულა - ანუ იმას ვგულისხმობთ, როცა ევროსარბიელზე მოასპარეზე ყველა ქართული კლუბი გათამაშებას პირველი ეტაპის მერე ეთიშებოდა...

ძალიან არ გვინდა, რომ ახლაც იგივე გამეორდეს, არადა, 2015/16 წლების სეზონის ევროპის საკლუბო ტურნირებს დღესდღეობით ჩვენი ერთადერთი გუნდიღა შემორჩა - საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა". თანაც, ჩვენს ჩემპიონს მეტოქედ ისეთი გუნდი ჰყავს, ევროტურნირებზე ასპარეზობის მეტად და მეტად დიდი გამოცდილება რომ გააჩნია: სერბეთის (და, საერთოდ, ყოფილი იუგოსლავიის) ერთ-ერთი ყველაზე
ტიტულიანი და პოპულარული კლუბი, ბელგრადის "პარტიზანი"!

"პარტიზანის" მართლაც მდიდარ ისტორიაზე ვრცლად მაშინ ვისაუბრეთ, როცა წლევანდელი ევროტურნირების წილისყრა ჩატარდა.


მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ "დილას" მომავალმა მეტოქემ თავის დროზე საერთაშორისო სარბიელზეც შეძლო წარმატების მიღწევა. ყოველ შემთხვევაში, პატარა ამბავი ნამდვილად არ იყო, როცა ჩემპიონთა თასის 1965/66 წლების გათამაშებაში "პარტიზანმა" ერთმანეთის მიყოლებით დაძლია "ნანტის", "ვერდერის" და "სპარტას" ბარიერი და ნახევარფინალში კი ლეგენდარული მეტ ბასბის დამოძღვრილ "მანჩესტერ იუნაიტედს" (ბობი ჩარლტონი და დენის ლოუ რომ ბრწყინავდნენ) აჯობა. მოკლედ, "პარტიზანი" ჩემპიონთა თასის ფინალამდე მივიდა და მხოლოდ იქ დამარცხდა იმ დროისათვის მართლაც უძლეველ მადრიდის "რეალთან"...

"პარტიზანი", უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, ყოველწლიურად ასპარეზობს ევროტურნირებზე. აი, "დილა" კი თავის არსებობის ისტორიაში მეოთხედ უნდა ჩაერთოს ევროტურნირებზე და სადებიუტო ასპარეზობას თუ არ ჩავთვლით (როცა გორელთა გუნდი უსახელო ბულგარულ "მარეკთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა), მომდევნო ორი ცდა მეტად და მეტად წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

ყოველ შემთხვევაში, 2012 და 2013 წლებში "დილას" სულ მცირედი დააკლდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე: პლეი ოფში ჯერ "მარიტიმუს" ვერ აჯობა, მომდევნო წელიწადს კი - ვენის "რაპიდს". საერთოდ კი, ევროტურნირებზე ასპარეზობისას "დილას" ასეთი შედეგი აქვს: 14 მატჩი, 6 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება, ბურთების სხვაობა - 19:20.

* * *
როგორც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ევროტურნირებზე სერბულ გუნდებთან ურთიერთდაპირისპირებებშიც უარყოფითი ბალანსი გვაქვს: 11 მატჩი, 4 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება (ბურთების სხვაობა: 12-27); თანაც, ისიც უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი სწორედ სერბულ გუნდთან ვიწვნიეთ: 1998 წელს, ამ ქვეყნის გრანდმა "ცრვენა ზვეზდამ" ფოთის "კოლხეთს" ორივე მატჩში 11 უპასუხო გოლი გაუტანა!

იმდროინდელ "ცრვენა ზვეზდაში" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრწყინავდა: სერბული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული 17 წლის პერიცა ოგნიენოვიჩი და სლოვენიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მილინკო აჩიმოვიჩი.

ისე მოხდა, რომ "კოლხეთის" გარდა, ევროტურნირებზე "ცრვენა ზვეზდასთან" დაპირისპირება კიდევ ორ ქართულ გუნდს მოუწია და ორივე შემთხვევაში საშინაო მატჩები ჩვენებმა მოიგეს. თუმცა ბელგრადში ჩატარებული ორივე მატჩი ჩვენთვის აშკარად არასასიამოვნო "სცენარით" წარიმართა და ორჯერვე მომდევნო წრეში სერბული გრანდი გადიოდა.

ევროტურნირებზე თავის დროზე "პარტიზანთანაც" უთამაშია ქართულ გუნდს: 1998 წლის ზაფხული იყო, "დილას" დღევანდელ მეტოქეს ბათუმის "დინამო" რომ დაუპირისპირდა. ბათუმელთა გუნდს მაშინაც შოთა ჭეიშვილი მოძღვრავდა და "დინამოს" (ისე, როგორც მანამდე სჩვეოდა ევროტურნირებზე ასპარეზობისას) ცდა არ დაუკლია წარმატებისათვის, მაგრამ "პარტიზანის" საერთაშორისო გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა.

სხვათა შორის, 1998/99 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის გათამაშება "ისტორიული" მნიშვნელობის აღმოჩნდა: ამის შემდეგ ეს ტურნირი ხომ საერთოდ გაუქმდა.

და კიდევ ერთი ფაქტი ბათუმის "დინამოსა" და "პარტიზანის" 17-წლიანი დაპირისპირებიდან: ამ გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩში მეორე გოლი გაიტანა ნახევარმცველმა საშა ილიჩმა, რომელიც 37 წლის ასაკში კვლავაც აგრძელებს კარიერას და დღესდღეობით "პარტიზანის" კაპიტანიც გახლავთ...

ყველა დაპირისპირება
თასების თასი. წინასწარი წრე
10.08. 95. ბელგრადი. ცრვენა ზვეზდა
ობილიჩი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მაჭუტაძე (71)
დინამო (ბთ): ბალაძე, შანიძე, შეყილაძე, მ. მახარაძე, მალანია, თორღაშვილი (65. ა. მუჯირი), ტუღუში, თ. სიჭინავა, მინდაძე (75. ღლონტი), მაჭუტაძე, უჯმაჯურიძე.
მწვრთნელი: ვალერიან ჩხარტიშვილი

24.08.95. ბათუმი. დინამო
დინამო (ბთ)-ობილიჩი 2:2
გოლები: 0:1 შარანცი (8), 0:2 პოპოვიჩი (33), 1:2 მაჭუტაძე (60), 2:2 მუჯირი (82)
დინამო: ბალაძე, შანიძე (78. კანტიძე), შეყილაძე, მ. მახარაძე, მალანია (46. ღლონტი), თორღაშვილი, ტუღუში, თ. სიჭინავა (46. ა. მუჯირი), მინდაძე, მაჭუტაძე, უჯმაჯურიძე.

ინტერტოტოს თასი
29.06.96. ბათუმი. დინამო
კოლხეთი-ზემუნი 2:3
გოლები: 1:0 ამბიძე (3), 1:1 ისაილოვიჩი (9), 1:2 ისაილოვიჩი (25), 1:3 ოსუნი (27), 2:3 კიკლიაშვილი (68)
კოლხეთი: მ. გვასალია (46. გოგუა), ქუნთელია, შ. ხუჯაძე, კაკაჩია, ღაღანიძე, მიქაბერიძე, კიკლიაშვილი, სოლოღაშვილი, ბ. ამბიძე (46. გიორგაძე), გაბისონია (81. ყულეჯიშვილი), გახოკიძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

უეფას თასი. I საკვ. ეტაპი
22.07.98. ფოთი. ფაზისი
კოლხეთი-ცრვენა ზვეზდა 0:4
გოლები: 0:1 ოგნიენოვიჩი (20), 0:2 აჩიმოვიჩი (55), 0:3 პანტელიჩი (83), 0:4 აჩიმოვიჩი (75)
კოლხეთი: ქვაჩახია, გიორგაძე, ტორჩინავა, ქობულაძე, გიორგობიანი, ღაღანიძე, ინალიშვილი, დ. ნოზაძე (74. სუხიაშვილი), ე. გვასალია, მიქაბერიძე (46. დ. მახარაძე), წივწივაძე (37. კალანდაძე).
მწვრთნელი: სოსო ფილია

29.08.98. ბელგრადი. ცრვენა ზვეზდა
ცრვენა ზვეზდა-კოლხეთი 7:0
გოლები: 1:0 პანტელიჩი (28), 2:0 ოგნიენოვიჩი (45), 3:0 ოგნიენოვიჩი (47), 4:0 გოიკოვიჩი (54), 5:0 მიჩიჩი (57), 6:0 მიჩიჩი (69), 7:0 მიჩიჩი (90)
კოლხეთი: ქვაჩახია, ქუნთელია, ქობულაძე, ქუტიძე (64. ჯ. შალამბერიძე), ტორჩინავა, ღაღანიძე, დ. ნოზაძე (75. წივწივაძე), ინალიშვილი, ე. გვასალია (59. გიორგაძე), კალანდაძე, დ. მახარაძე.

თასების თასი. საკვალ. ეტაპი
13.08.98. ბელგრადი. პარტიზანი
პარტიზანი-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0 ბეკოვიჩი (17), 2:0 ილიჩი (33)
დინამო: ტოგონიძე, პაპიძე, ვერემჩუკი, მ. მახარაძე, მინდაძე (46. ღლონტი), თ. სიჭინავა, კანტიძე (57. გადელია), ჭიჭვეიშვილი, ტუღუში, რუსია, მაჭუტაძე.
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

27.08.98. ბათუმი. დინამო
დინამო (ბთ)-პარტიზანი 1:0
გოლი: 1:0 სიჭინავა (28)
დინამო: ტოგონიძე, პაპიძე, ვერემჩუკი, მ. მახარაძე, ღლონტი, კანტიძე (46. მაქაცარია), ტუღუში, თ. სიჭინავა, ყულეჯიშვილი, გადელია (85. აფხაზავა), მაჭუტაძე.

ჩემპიონთა ლიგა. II საკვ. ეტაპი
26.07.2000. ბელგრადი. ცრვენა ზვეზდა
ცრვენა ზვეზდა-ტორპედო 4:0
გოლები: 1:0 დრულიჩი (24), 2:0 ბოშკოვიჩი (37), 3:0 პიანოვიჩი (39), 4:0 ბოშკოვიჩი (90)
ტორპედო: ზოიძე, ახვლედიანი, არჩვაძე, მახვილაძე, ხვადაგიანი, გუჩუა, თ. სიჭინავა, კ. ჩხეტიანი, დ. ჯანაშია (46. კვეტენაძე), მეგრელაძე (46. იმედაძე), იონანიძე (77. ბობოხიძე).
მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი

02.08.2000. ქუთაისი. ტორპედო
ტორპედო-ცრვენა ზვეზდა 2:0
გოლები: 1:0 იმედაძე (42), 2:0 ჯანაშია (90)
ტორპედო: ზოიძე, ახვლედიანი (68. თურმანიძე), არჩვაძე, მახვილაძე, ხვადაგიანი, თ. სიჭინავა, გუჩუა, დ. ჯანაშია, ჩხაიძე, იონანიძე (80. ასათიანი), იმედაძე (65. მეგრელაძე).

ევროპალიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი
30.07.09. თბილისი. ბორის პაიჭაძე
დინამო (თბ)-ცრვენა ზვეზდა 2:0
გოლები: 1:0 მერებაშვილი (41), 2:0 ხმალაძე (87)
დინამო: ლორია, კაკუბავა, გ. კაშია, ნერგაძე, თომაშვილი, დიღმელაშვილი, ხმალაძე, შ. კაშია, კოშკაძე (78. ფირცხალავა), მერებაშვილი (88. აკირემი), ვაწაძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა

06.08.09. ბელგრადი. ცრვენა ზვეზდა
ცრვენა ზვეზდა-დინამო (თბ) 5:2
გოლები: 0:1 ლეკიჩი (3-საკ. კარში), 1:1 პეროვიჩი (18), 1:2 ვაწაძე (24), 2:2 ლეკიჩი (26), 3:2 ლეკიჩი (45), 4:2 კარლოშ მენდეში (76), 5:2 ლეკიჩი (88)
დინამო: ლორია, კაკუბავა (67. ფირცხალავა), გ. კაშია, ნერგაძე, თომაშვილი (90. სიხარულიძე), დიღმელაშვილი, ხმალაძე, შ. კაშია, კოშკაძე (55 შ. ლომია), აკირემი, ვაწაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
visac araxsovs batumshi 1-0 moviget da argveyo tamashis bolos tashi davukarit otive gunds da axvarma partizanis fanebma sharvali chaidzvren da trakebi mogvishviren mere iq ambavi atyda deda shvils xelshi araiyvanda,specnazi chaeria saqmeshi tore stadionze davmarxavdit,es cnobistvis rom icodet ramxela ...,,fanebi yavt partizans
batumi
18:53 14-07-2015
0
მაგარი გოლია პროსტა მეკარემ აიღო :))))
0

სიახლეები პოპულარული