თბილისის "დინამო" რურის თასზე "დორტმუნდსა" და "ბარსელონას" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში, რურის თასზე ("RUHR CUP 2015") ითამაშებს, რომელიც სტარტს 30 ივლისს აიღებს.

თამაზ სამხარაძის გაწვრთნილი გუნდი გერმანიაში 29 ივლისს გაემგზავრება, იქამდე კი ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" აკადემიაში შეკრებას გადის.

თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობას ჯგუფში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს ბრძოლა - პირველ მატჩს დორტმუნდის "ბორუსიის" ასაკობრივ გუნდთან გამართავს, მეორეს - "ბარსელონასთან". დინამოელები ასევე ბრაზილიურ "პორტუ ალეგრისა" და გერმანულ "ბოხუმს" გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ დინამოელები შარშან ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ და თასი თბილისში ჩამოიტანეს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო ესენი სულ იგებენ მარა მთავარ გუნდშ რო გადაიყვანენ მერე ყველა გუნდთან აგებენ
formula57
15:18 15-07-2015
0

სიახლეები პოპულარული