"ბურთს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ჩვენს ფეხბურთელებს ოთხ შეკითხვას დაუსვამდა"

AutoSharing Option
ქართული კლუბების მორიგმა ევროკრახმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. ახლა ის დრო მოვიდა, რომ მოვლენები შევაფასოთ.

"ლელო" ცნობილ ქართველ მწვრთნელსა და მეცნიერს, ელგუჯა გუგუშვილს დაუკავშირდა და მომხდარზე აზრის დაფიქსირება სთხოვა...

"დავიწყებ ზოგადი შეფასებით. ჩვენ, ყველანი ვოცნებობთ იმაზე, რომ ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე წარმატებით ითამაშონ და რაც შეიძლება, შორს წავიდნენ. ეს არ გამოდის და ამას თავისი მიზეზები აქვს...

ჩემი აზრით, ჩვენი გუნდების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ არ ჰყავთ ლიდერები. ვგულისხმობ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც გადამწყვეტ მომენტებში აიყოლიებენ თანაგუნდელებს... ამასთან ერთად, წარმატების მიღწევა
ძალიან გაჭირდება და ჭირს კიდეც იმ შემთხვევაში, როცა ამა თუ იმ გუნდში არ არის 3-4 გამორჩეული, ექსტრაორდინარული ფეხბურთელი.

აქვე არის კიდევ ერთი ფაქტორი. დღეს ქართულ ფეხბურთში არ არის სათანადოდ გამოყენებული გამოცდილი მწვრთნელების რესურსი, არადა, გამოცდილი სპეციალისტები ნამდვილად გვყავს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მწვრთნელი თავის კარიერულ სრულყოფას აღწევს 40-50 წლის ასაკში. ეს ხდება მაშინ, როცა ამ მწვრთნელის ზურგს უკან არის დიდი გამოცდილება, არაერთი მოგებული თუ წაგებული მატჩი.

ჩვენი ფეხბურთის კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა ქართულ კლუბებში გაქრნენ ინდივიდუალისტები. დღეს მთელი მსოფლიო ფეხბურთი ინდივიდუალისტებზეა აწყობილი, ჩვენ კი შევეგუეთ მათ გაქრობას.

ქართული ფეხბურთის ტრადიციაა სანახაობა, ტექნიკა, ინტელექტი, იმპროვიზაცია. თუ ახლა მოისპო ეს ტრადიცია, მერე მის აღდგენას წლები დასჭირდება.

ვინ არის იმ მარცხზე პასუხისმგებელი, რომელიც ქართულ კლუბებს ევროპალიგაზე შეემთხვათ? მე ასე ვიტყოდი - ის მწვრთნელები, რომლებიც საკლუბო და ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობენ. ყველა ის პრობლემა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, აქედან იწყება.

ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე. ჩემი აზრით, ბურთს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ჩვენს ფეხბურთელებს ოთხ შეკითხვას დაუსვამდა:

1. უპატრონო ხომ არ ვარ? ვგულისხმობ იმას, რომ როცა მსაჯს მინდორზე გამოაქვს ბურთი, ის თითქმის სულ ჩვენს მოწინააღმდეგეს უჭირავს.

2. თავიდან რატომ მიშორებ? თუნდაც ამ სამ შეხვედრაში ქართული კლუბების შესრულებით უამრავი არაზუსტი გადაცემა გაკეთდა.

3. რატომ მაწვალებ? აქ მხედველობაში მაქვს ბურთის გაუთავებელი და გაუაზრებელი ტარება, რაც მნიშვნელოვნად ანელებს თამაშის ტემპს.

4. და ყველაზე მთავარი კითხვა: რატომ არ მეფერები? ქართული ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელი ოდითგანვე გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკური არსენალით. ახლა ეს ასე აღარ არის. ტექნიკურ ფეხბურთელზე იტყვიან ხოლმე - ბურთს ეფერებაო. დღეს ჩვენში ბურთს აღარავინ ეფერება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენს გუნდებში ძალიან დაბალ დონეზეა პასის კულტურა, რომელიც თამაშის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. გარდა ამისა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების დონე.

აუცილებლად მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ სამი გუნდის მწვრთნელებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროთასებიდან გავარდნილ გუნდებს ხელმძღვანელობდნენ.

ჩემი პირადი აზრია - იმ მარცხში, რომელიც ჩვენმა კლუბებმა განიცადეს, ისინი დამნაშავენი არ არიან. დამნაშავეა ის ზოგადი ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის განყენებული და ძალიან სპეციფიკური თემა, რომელსაც ვრცელი ანალიზი სჭირდება.

მთავარი მაინც ისაა, რა ხდება დღეს ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში. როგორი მომზადებული მოდის თაობა დიდ გუნდებში", - გვითხრა გუგუშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთის განვითარებას ჩამოვრჩით, ტემპი და სისწრაფე, სწრაფი აზროვნებაა ახალ ფეხბურთში, ჩვენ კიდევ 90-იანების ტემპში ვთამაშობთ. იმიტომაც 2 ტაიმს ვერ ვქაჩავთ, სხვა ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს ფიზიკურად ვერ ვუმკლავდებით
mamuka
19 ივლისი 2015 13:36
0
ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონთან2:0წავაგეთ საინტერესოა ახალ ზელანდიასთან რაგბისტები რამდენით წააგებენ და საერთოდ ფეხბურთი არის სპორტის მეფე და რომ იცოდეთ ყველაზე მეტად განვითარდა.მთელი ინსტიტუტები მუშაობენ ფეხბურთზე და სხვა სახეობებს ნუ ადრით,აღარ ვამბობ ფეხბურთი დიდი პოლიტიკაცაა.რაც ჩვენთან კეთდება ეს ზღვაში წვეთია და ვართ ამ დონეზე შესაბამისად ქვეყნის დარად.
სიმართლე
19 ივლისი 2015 13:30
0
ცილოვანი პროდუქტების დეფიციტი და ჰაერის დაბინძურება არაფერ შუაშია.........რაბის შემთხვევაში არ იგრძნობა ეს პრობლემები! ფეხბურთის ფედერაციას გათახსირებული ხალხი ხელმძღვანელობს დიდი ხანია უკვე და ვერ მოხერხდა ნორმალური არჩევნების ჩატარება ფეხბურთის ფედერაციაში.........
tengo
18 ივლისი 2015 23:43
0
დამყავდა ფეხბურთზე და
მწვრთნელი ეძახდა უკან დააბრუნე ბურთი უკან დააბრუნეო თან სწრაფი იყო და ქარივით მირბოდა წინ შეტევაში გოლებიც გაქონდა და პასებსაც ადსლევდა მაგრამ მწვრტნელმა დაცვაში დააყენა რა უნდოდა ვერ გავიგე იკით კიდევ მშობლები რჩევებს და შენიშვნებს აფრკვევდნენ
1
18 ივლისი 2015 22:42
0
ერი დაუძლურდა. ცილვანი დეფიციტი ბავშვებში ხრცეულით ვერ იკვებებიან.პროდუქტი ძალიან დაბალი ხარისხის.ჰაერი დაბინძურებული.რეგინები მკვდარი.აფხაზეთის სკოლა დაიკარგა.მრალურად განადგურებულები.ქვეყანას ყველა თავში ურტყავს.სპორტი და ფ
ეხბურთი არამასობრივი და ამ ფონზე რას ფპილოსოფოსბთ
სიმართლე
18 ივლისი 2015 21:22
0

ყველა ერთ და იგივე პრობლრმაზე ლაპარაკობს,კიი,მართალია,ვიცით რაშიც არის პრობლემ მაგგრამ გაუთავებელი ლაპარაკის .......... საქმე ბაბა საქმე!!!!!!!!!!
Bacho
18 ივლისი 2015 20:26
0


უმთავრესი პრობლემა მაინც... ქართველი ფეხბურთელები ფ ი ზ ი კ უ რ ი მომზადებაა,
ყველა დონეზე!
პ ე პ ლ ე ბ ი ვ ი თ დაფარფატებენ და ელემენტალური ღირსების გრძნობა არა აქვთ,რომ ასეთი ს უ ს ტ ე ბ ი არიან..

და ასე...ბ ა ვ შ ვ ო ბ ი დ ა ნ ?!

ამიტომაა ყ ვ ე ლ ა ორთაბრძოლაში აგებენ და ბურთს მუდამ იშორებენ,უკან პასები და დაფეთებულ-შეშინებული ფარფატი მოედანზე...
ძ ლ ი ე რ ი
ფიზიკური მომზადება,და ინდივიდუალური თამაშის გათავისება,წ ი ნ და მხოლოდ წ ი ნ მოძრაობები....ბურთის ართმევაზე მუდამ ბრძოლით,და ფსიკური სიმტკიცით...
ფ ი ტ ნ ე ს ი ...მუდამ ბურთის მოპოვებისა და დაუფლების უნარი მაშინ გაღვივდება!!!

ჟ ი ნ ი ც მაშინ განმტკიცდება და წარმატებებიც მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა!!!

ნ ა კ რ ე ბ ი ც გაცილებით ძლიერი და ანგარისგასაწევი შეიქმნება ნებისმიერი მეტოქისათვის!!!
სხვაღაშორის...ქართველ
რ ა გ ბ ი ს ტ ე ბ ს,რომ ეთამაშათ...ფ ე ხ ბ უ რ თ შ ი,იმ სამივე გუნდს დაამარცხებდნენ,თან თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ !!!
glaxuna
18 ივლისი 2015 14:57
0
ყველა ფეხბურთელი ტოტალიზატორში როგორ მოიგოს ფული,იმაზეა გადასული..სენია თუ მოდა ეს ვერ გავიგე..ფეხბურთელი რომ იმაზე იფიქრებს როდის მორჩება,ვარჯიში ან თამაში, რომ წავიდე და ფედერერი მოიგებს თუ ჯოკოვიჩი ეს გამოვიცნოო,რომელ ფეხბურთზე ვსაუბრობთ? თითქმის ყველა თამაშობს..დამერწმუნეთ
gio
18 ივლისი 2015 13:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული