უეფამ "გაბალას" ანტიქართული ბანერების გამოფენა არ შეარჩინა

AutoSharing Option
უეფას გადაწყვეტილებით, "გაბალა" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინაო მატჩს, მშობლიური ქალაქის ნაცვლად, ბაქოში გამართავს.

ამის მიზეზი აზერბაიჯანელი ფანების პროვოკაციული მოქმედებაა თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში (2:0). შეგახსენებთ, რომ მასპინძელი გუნდის ფანებმა საქართველოს დროშა დაწვეს და პოლიტიკური შინაარსის პროვოკაციული ბანერები გამოფინეს.

აი, რას წერს "აზერიფუტბოლი" - "ეს აზერბაიჯანელი ფანების საპასუხო მოქცევა იყო, თბილისში მომხდარ ინციდენტზე.

მაგრამ "დინამოს" ხელმძღვანელობამ აჯობა "გაბალისას", ისინი პროფესიონალურად მოიქცნენ და მაშინვე იჩივლეს უეფაში. ამით ქართველებმა აზერბაიჯანული კლუბის დაჯარიმებას მიაღწიეს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ".
მკითხველის კომენტარები / 5 /
DAVE-ს მართალი ბრძანდებით, ნამდვილი ვაჟკაცი მეგობრებს იძენს და არა კარგავს. ჩვენ ერთხელ უკვე გავცურეთ დინების საწინააღმდეგოდ და რაც მივიღეთ სახეზეა(თან რამდენი), მაგრამ მაშინ გამოუცდელები და სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე ვიყავით, ახლა 25 წელი გავიდა. დრო არაა დავფიქრდეთ უპირველეს ყოვლისა სამშობლოსათვის სასარგებლო საქმე ვაკეთოდ უაზრო ამბიციების ნაცვლად? რომლითაც გამოუსწორებელი და აუნაზღაურებელი ზარალის მოტანის გარდა არაფერს არ უნდა ველოდოთ.
gizog
17:46 16-07-2015
0
აიტანს მაგათი მილიარდელი მფლობელი, შარშან ნეფთჩის საჩივარზე ჩიხურა დააჯარიმეს
irakli apkhaidze
18:42 15-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული