სიგნალი სფფ-ისთვის? მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ კი ჰგავს...

AutoSharing Option
20 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა. ცერემონიაზე პრემიერმა ამ საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოლიმპიური სოფლის მერად საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი წარადგინა.

"როგორც წესი, ოლიმპიურ სოფელს მერი ხელმძღვანელობს. დღეს მინდა ამ სიმბოლურ, მაგრამ ძალიან საპატიო თანამდებობაზე ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი წარმოგიდგინოთ - ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი.

გარდა იმისა, რომ ლევანი დიდი ფეხბურთელია, ის პიროვნული ღირსებებითაც გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ, ძალებს არ დაზოგავს, ოლიმპიადის თითოეულმა მონაწილემ, ოლიმპიური სოფლის თითოეულმა ბინადარმა თავი
კომფორტულად რომ იგრძნოს.

ჩვენთან ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და ერთგვარი გამოცდილებაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერს ღირსეულად გავართმევთ თავს", - თქვა ღარიბაშვილმა.

"ეს არის დიდი პატივი, გერქვას ოლიმპიური სოფლის მერი და იმავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლოც. გაძლევთ სიტყვას, ჩემი და ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდება, ოლიმპიური ფესტივალი რომ იყოს წარმატებული და ამით ყველანი ვამაყობდეთ", - ეს უკვე კობიაშვილის სიტყვებია.

პრემიერმა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის წარდგენისას საინტერესო ფრაზა თქვა - "ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და ერთგვარი გამოცდილებაც".

რეალურად, ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ცალკე ქალაქია, რომელიც 50 ათას კვ.მ ფართობს იკავებს. ამხელა დასახელებას კი თავის დადგმა სჭირდება.

თავისთავად, ცხადია, ოლიმპიური სოფლის მერობით დიდ გამოცდილებას შეიძენს კობიაშვილი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა. უკვე შეიქმნა კიდეც მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც სფფ-ის პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების რეკორდსმენის არჩევას ემხრობა.

ცხადია ისიც, რომ ფეხბურთში რეფორმების მომხრეები პრემიერისგან კობიაშვილის გამორჩევას მიესალმებიან და აიმედებთ. ამავე დროს, ეს წარდგენა სიგნალია ფეხბურთის ფედერაციისთვის, რომლის მხრიდანაც კობიაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში რევაზ არველაძე დაუპირისპირდება.

მოკლედ, სახელმწიფომ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და კობიაშვილი ოლიმპიური სოფლის მერად დანიშნა. მერე რა მოხდება, ამას დრო გვიჩვენებს.

საინტერესოა, ეს ყველაფერი ხომ არ არის მინიშნება იმაზე, რომ სახელმწიფო ფეხბურთის მომავალს ახალ სახეებში ხედავს? ამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ამას კი ჰგავს...
მკითხველის კომენტარები / 9 /
კობი მართლა კარგი ადამიანია და იმსახურებს ოლიმპიური სოფლის მერობასაც და სფფ პრეზიდენტობასაც, ამოვიდა ამ არველაძეების .... ყელში ,,ღადაობაც ,, მათ შორის
kobis
11:32 22-07-2015
0
ამდენი ლლლლლლლლლლლლლლ გუშინ რომ მოვისმინე ამ კობიაშვილისგან ცხოვრებაში არ მსმენია ცოტა დასტოინი კანდიდატურა ნახეთ რახდება სოპლის ბოლოში ვცხოვრობთ არც რეზო და არც კობიაშვილი
zaza
18:25 21-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული