გერმანიაში გამგზავრებამდე გიორგის თბილისის "დინამოში" გაცილება მოუწყვეს - თანაგუნდელებმა მას წარმატება უსურვეს, სამახსოვრო მაისურა გადასცეს და ფოტო გადაიღეს, რომელიც სოციალურ ქსელში ჯაბა ჯიღაურმა გამოაქვეყნა.
"ვერდერში" გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ "ვერდერს" უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკი წვრთნის. გასულ სეზონში გუნდი ბუნდესლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.