"რურის თასი": თბილისის "დინამომ" "ბარსელონა" დაამარცხა [PHOTO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა (მწვრთნელი თამაზ სამხარაძე) გერმანიაში მიმდინარე "რურის თასზე" 30 ივლისს ორი მატჩი გამართა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თავდაპირველად, დინამოელებმა 1:2 წააგეს მასპინძელ "დორტმუნდთან". პირველ ტაიმში მეტოქემ ქართველთა კარში ორი გოლი გაიტანა. დინამოელთა რიგებში კი, 52-ე წუთზე, თავი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე (კობოური), ნ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (გაბრიჩიძე), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე.

ამის შემდეგ კი იყო მატჩი "ბარსელონასთან", რომელიც ჭაბუკ დინამოელთა ბრწყინვალე გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი
გიორგი ზარიამ
გაიტანა.

დინამო: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი, ჯაფიაშვილი, ვეკუა (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ნ. ბაშალეიშვილი), ჩაკვეტაძე (კობახიძე), ზარია, გაბრიჩიძე (კვერნაძე), მიქელთაძე.

დღეს, 31 ივლისს, დინამოელები "რურის თასზე" კიდევ ორ მატჩს გამართავენ. ჩვენი დროით 19 საათზე სამხარაძის შეგირდები პორტუ ალეგრეს (ბრაზილია) "ინტერნასიონალს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 21:30 საათზე "ბოხუმი" ელოდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბრსელონაში ფეხბურთელები განვითარებას ამ ასაკიდან იწყებენ, ჩვენთან პირიქით ამთავრებენ...
qomagi.
31 ივლისი 2015 17:22
0
Gaizrdebien da gamoshterdebien enter mzvrtnelebis xelshi
Zaza
31 ივლისი 2015 15:15
0
ტყუილად გიხარიათ ხალხო.ბარსას შემადგენლობაში ფეხბურთელების მამიდები თამაშობდნენ თურმე.
cnobis purceli
31 ივლისი 2015 14:37
0
ქართული კლუბები სულ შეტევაზე უნდა იყვნენ დაგეშილნი,უკან ყურება არაფლის მომცემია ასე აღწევდა დიდ წარმატებებს დინამო თბილისი,ქუთაისის ტორპედო,თქვენ,რომ იცოდეთ რა თამაშები აქვს ქუთაისის ტორპედოს ჩატარებული სსრკ-ის ჩემპიონატის მასშტაბით ბ კლასში,ა კლასის პირველ და უმაღლეს ლიგებში ახლა იმ თამაშების ნახვა,რომ შეიძლებოდეს ნამდვილად მოგიყვანდათ აღფრთოვანებაში,არადა ამას ტორპედო ტექნიკური,სწრაფი და მასირებული შეტევებით აღწევდა,რამდენი საბჭოთა გრანდი გაუმწარებიათ-ჩავარდნებიც ქონდა და ეს ძირითადად თითქმის ყოველ წელიწადს ტორპედოდან რამდენიმე ფეხბურთელის წაყვანის გამო ხდებოდა,დინამოზე აღარაფერს ვამბობ ისინი ნამდვილ ცეცხლს ანთებდნენ მეტოქის საჯარიმოში,ასევე იყო გურია და იყო წარმატებები ითამაშეთ სწრაფი და შემტევი ფეხბურთი,მხოლოდ შეტევა და გამარჯვებებიც იქნება.
Seteva
31 ივლისი 2015 13:11
0
ეს ერთი და სხვა მრავალი. მალე მალე დაგვიდგება სიხარულის დრო.
ფოთი
31 ივლისი 2015 11:54
0
თუმცა არაქართული გუნდებიდან "ბარსა" ჩემვის საყვარელი გუნდია, მაგრამ რა კარგად ჟღერს: "დინამომ" "ბარსელონა" დაამარცხა
+*
31 ივლისი 2015 11:12
0
პარადოკსია პირდაპირ,153ე ადგილზე მკოფი კვეკნის ახალგაზრდები რურის თასის მფლობელია, თან ბარსელონა დაამარცხეს, აკედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება,თუ სცორედ განვითარდება ჩვენი ფეხბურთი,მოვა დრო ,როცა პირველ 20ში უეჩველად მოვხვდებით
Unknown
31 ივლისი 2015 10:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული