კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თავდაპირველად, დინამოელებმა 1:2 წააგეს მასპინძელ "დორტმუნდთან". პირველ ტაიმში მეტოქემ ქართველთა კარში ორი გოლი გაიტანა. დინამოელთა რიგებში კი, 52-ე წუთზე, თავი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა.
დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე (კობოური), ნ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (გაბრიჩიძე), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე.
ამის შემდეგ კი იყო მატჩი "ბარსელონასთან", რომელიც ჭაბუკ დინამოელთა ბრწყინვალე გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი
დინამო: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი, ჯაფიაშვილი, ვეკუა (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ნ. ბაშალეიშვილი), ჩაკვეტაძე (კობახიძე), ზარია, გაბრიჩიძე (კვერნაძე), მიქელთაძე.
დღეს, 31 ივლისს, დინამოელები "რურის თასზე" კიდევ ორ მატჩს გამართავენ. ჩვენი დროით 19 საათზე სამხარაძის შეგირდები პორტუ ალეგრეს (ბრაზილია) "ინტერნასიონალს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 21:30 საათზე "ბოხუმი" ელოდებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"