ქართველები და აფხაზები ენგურის ხიდზე უეფამ გააერთიანა

AutoSharing Option
გულშემატკივრისთვის ცნობილია, რომ Scup Throphy Journey-ს ფარგლებში, ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასები საქართველოს ქალაქებში მოგზაურობს. თასებმა "მოინახულა" ფოთი, ბათუმი, ქუთაისი, ლანჩხუთი, ზუგდიდი, მცხეთა, გორი, დვანი...

ცხადია, ეს ყველგან დიდ მოვლენად იქცა. ამ სამ ლეგენდარულ ტროფეისთან მიახლოების შანსი როდისღა ექნებათ ჩვენს გულშემატკივრებს?..

მაგრამ 2 აგვისტოს მაინც განსაკუთრებული მოვლენა მოხდა - თასები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას გასცდა და დროებით ენგურის ხიდზე დაიმკვიდრა ადგილი.

ასეთმა მოულოდნელმა ამბავმა აფხაზეთის დე
-ფაქტო ტერიტორიაზე მიმავალ-მომავალი ქართველებისა და აფხაზების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

იყო დრო, ჩვენ ყველაფერი გვაერთიანებდა, მათ შორის - ფეხბურთიც და იქნებ ყველაზე მეტადაც კი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მემგონი შეიძლებოდა სუპერთასის ბილეთებიც გადაგვეცა აფხაზებისთვის და ოსებისთვის.
სემი
04 აგვისტო 2015 14:44
0
უკაცრავად და ქალაქი დვანი სად არის?
ვახო
04 აგვისტო 2015 11:53
0
აფხაზებო,რუსებმა აფსუებზე დაყრდნობით მოახერხა ნამდვილი აფხაზებიც ჩვენივე მტრებად ექცია,ხელოვნურად შექმნა ავტონომიური რესპუბლიკა 300წლის წინ ჩამოსახლებული აფსუებისთვის,რომლებიც გამოცხადდნენ ავტოქტონ ეთნოსად,ნამდვილი აფხაზების,ქართველების მაგივრად,გამოიღვიძეთ და ეცადეთ უბიხების,ბედი არ გაიზიაროთ,მოგეხსენებათ რაც დამართეს რუსებმა და თურქებმა ამ ხალხს,შევეცადოთ ურთიერთობის დალაგებას და მომავალს იმედის თვალით შევხედოთ.ვისურვებ,მომდევნო ფინალი სოხუმში ჩატარდეს და ერთად ვუყუროთ ამ საზეიმო ღონისძიებებს
პაატა
04 აგვისტო 2015 10:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული