ჯანი ინფანტინო: საქართველომ სუპერთასის მასპინძლობა დაიმსახურა

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად ოფიციალური ვიზიტით თბილისს უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ეწვია. უეფას გენერალურ მდივანს აეროპორტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და დავით პეტრიაშვილი დახვდნენ. არველაძემ და ინფანტინომ აეროპორტიდან გამოსვლისას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

''ვინც ჯერ "დინამოს" სტადიონზე არ ყოფილა და არ უნახავს, რამხელა დღესასწაული გველოდება, გირჩევთ, სასწრაფოდ წადით და ნახეთ. ოფიციალური ვიზიტით უეფას გენერალური მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი და უეფას აღმასკომის რამდენიმე წევრი გვეწვივნენ. ჯერჯერობით, ვინც ჩამოსულია და ვისთანაც შეხვედრები გვქონდა, ყველა ძალიან კმაყოფილია, ყველაფერი გეგმის
მიხედვით მიდის. "სევილია" უკვე ჩამოვიდა თბილისში და დაბინავდა, ხვალ ველოდებით "ბარსელონას" და უეფას პრეზიდენტს, მიშელ პლატინის'', - ავრცელებს არველაძის სიტყვებს სფფ-ის "ფეისბუქის" გვერდი.

''საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და თქვენს ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ სუპერთასის მასპინძლობა დაიმსახურა.

ჩვენ და მიშელ პლატინის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენი ქვეყანა იმსახურებს ამ მატჩის მასპინძლობას. სუპერთასი ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია'', - განაცხადა ინფანტინომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული