თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან "ბარსელონას" დელეგაცია პირდაპირ "თბილისი მარიოტისკენ" გამოემგზავრა.
სასტუმროსთან გუნდს "ბარსელონას" გულშემატკივრები დროშებითა და შეძახილებით დახვდნენ, ზოგიერთი მათგანი კი "ბარსელონას" ჰიმნს მღეროდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გულშემატკივრებს ფეხბურთელებისგან ავტოგრაფიც სურდათ, თუმცა ფეხბურთელები პირდაპირ სასტუმროში შევიდნენ. "ბარსელონას" "თბილისი მარიოტი" თითქმის სრულად აქვს დაჯავშნილი.
სასტუმროსთან გულშემატკივრები ამ წუთებშიც იმყოფებიან.