უნაი ემერი: დამატებით დროში კი უკვე გვჯეროდა, რომ თამაშის მოგება შეგვეძლო

AutoSharing Option
"სევილიის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ბარსელონასთან" (5:4) უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"როდესაც ანგარიში 4:1 იყო, რა თქმა უნდა, ბევრის იმედი არ გვქონდა. შეხვენებაზე ვთქვით, რომ რაც შეიძლება მეტისთვის უნდა მიგვეღწია მეორე ტაიმში. შემდეგ გოლი გავიტანეთ, მერე კიდევ ერთი და მოგვეცა იმედი. მიზანს მივუახლოვდით. გუნდი უფრო თავდაჯერებულად ათამაშდა.

მიზანს მაშინ მივაღწიეთ, როცა ანგარიში გავათანაბრეთ. დამატებით დროში კი უკვე გვჯეროდა, რომ თამაშის მოგება შეგვეძლო.

რთულია 4:4-ის მერე კიდევ ერთი გოლის გაშვება, მაგრამ თამაშის მიწურულს სამი ძალიან
კარგი შანსი გვქონდა.

მთავარი იყო კარგი თამაშის ჩვენება და იმის დამტკიცება შევძელით, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან შეგვიძლია თამაში. მატჩის წინ ვთქვი, რომ ყველაზე ცუდი ის იქნებოდა, რომ "სევილიას" საკუთარი თამაში არ ეჩვენებინა.

რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა და წაგებით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ თამაშით კმაყოფილნი ვართ. ძალიან რთულია გუნდისთვის წაგების მიღება, მაგრამ გვინდა გავაგრძელოთ ამ დონეზე თამაში.

უნდა მივულოცოთ "ბარსელონას". იყო თუ არა მათი მოგება დამსახურებული, ეს სუბიექტური აზრი იქნება. მატჩის მიწურულს სამი კარგი შანსი გვქონდა, გაგვეთანაბრებინა. საბოლოო ჯამში, კმაყოფილები უნდა ვიყოთ ჩვენი გუნდის თამაშით.

მინდა მივულოცო მესისაც. მესი უნიკალური ფეხბურთელია და ამდენი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს. შევძლებთ თუ არა მომავალში მესის შეჩერებას? დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება.

დღეს ჩავუდგით ფუნდამენტი იმას, რაც დაგეგმილი გვაქვს ამ სეზონისთვის. როდესაც გუნდს დაუბრუნდებიან ტრავმირებული მოთამაშეები, მოგვეცემა საშუალება, უფრო მაღალ დონეზე ვითამაშოთ", - თქვა ემერიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სერიოზული მწვრთნელია ეს ძალიან
SOSO
12 აგვისტო 2015 12:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული