სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ვეტერანების არჩევანი და პროტესტი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთაგან ოფიციალური განაცხადი ჯერ არც ერთ მათგანს არ წარუდგენია.

გუშინ, 20 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის წევრები ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს შეხვდნენ. მან ვეტერანებს ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი გეგმა გააცნო, რის შემდეგაც არველაძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე ღია კენჭისყრით ერთხმად შეთანხმდნენ.

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა თუ გსურს, უპირველესად, იმ ხალხს უნდა ესაუბრო და იმათგან მიიღო თანხმობა, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურა და მისი ისტორია შექმნა", - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა რევაზ არველაძემ.

"არველაძეს ვეტერანთა
კავშირი იმიტომ წარვადგენთ, რომ ის არის მცოდნე ადამიანი და იცის, სად რა არის გასაკეთებელი", - ასეთია "ვეტერანთა კავშირის" პრეზიდენტ ვაჟა ჟვანიას პოზიცია.

მოწინააღმდეგენი
ვეტერანთა კავშირს ყრილობაზე ხმის უფლება აქვს და მათი კანდიდატურა, უმთავრესად, პრეზიდენტი ხდება კიდეც. ამჯერადაც, როგორც ამტკიცებენ, არველაძეს სხვა კანდიდატურებთან შედარებით უპირატესობა აქვს და მას ყრილობის მონაწილე დელეგატთა უმრავლესობა ემხრობა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრისთვის ხმების კონკრეტული განლაგებაც ცნობილია - არველაძეს 35-დან 28 სუბიექტი დაუჭერს მხარსო...

თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია. არავინ უწყის, არჩევნებამდე ძალთა განლაგება როგორ შეიცვლება. საინტერესოა, რომ არველაძესთან ერთსაათიანი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ეს ბოლო დროს წესად დამკვიდრდა.

საინტერესოა, რა აქვს საფეხბურთო საზოგადოებას დასამალი მედიისგან? ისედაც ხომ ყველაფერი ცნობილი გახდება?

საინფორმაციო წყაროებმა ეს მოვლენა რომ გააშუქეს, მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ. შეხვედრის დაწყებამდე კავშირის წევრთა განცხადებასთან შეერთება ორმა ვეტერანმა ფეხბურთელმა არ ისურვა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა და უფროსმა დავით მუჯირმა.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მათ ამ თემაზე კომენტარი არ ისურვეს, მხოლოდ ის ფაქტი დაგვიდასტურეს, რომ შეხვედრა მის დაწყებამდე დატოვეს.

როგორც აღმოჩნდა, ვეტერანები არველაძესთან შეხვედრაზე მიიწვიეს და იქ მოულოდნელად შეიტყვეს, რომ სფფ-ის გენერალური მდივნის კანდიდატურა უნდა წარედგინათ. მათი პოზიცია კი ასეთია - ნუ ვჩქარობთ, სხვა კანდიდატურებსაც მოვუსმინოთ და საუკეთესო მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთო...

სურთ თუ არა ვეტერანების შეხვედრა?
რატომ არ ისურვეს სხვა კანდიდატებმა ვეტერანთა კავშირის წევრებთან შეხვედრა? ამის თაობაზე მურთაზ ხურცილავამ ფეხბურთის ფედერაციის გაზეთისთვის ("ჩვენი თამაში") მიცემულ ინტერვიუში თქვა - დასანანია, რომ ერთის გარდა, სხვა კანდიდატებს ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ გასჩენიათო.

"პირადად, რევაზ არველაძეს ვუჭერ მხარს. მას ვიცნობ ჯერ კიდევ ფეხბურთელობის, შემდეგ მწვრთნელობის, კლუბის ხელმძღვანელობის პერიოდიდან. დიდი ხანია, ფედერაციაში მუშაობს, აქვს უზარმაზარი გამოცდილება, ძალიან უყვარს ქართულ საფეხბურთო ოჯახს, მჭიდროდ თანამშრომლობს უეფას ხელმძღვანელებთან და აქვს შესანიშნავი პირადი კონტაქტები, არის ყოველმხრივ განათლებული და ღირსეული პიროვნება.

მისი ხედვა ფეხბურთთან დაკავშირებით კარგად ვიცით და ყველანაირად ვემხრობით ამ ხედვას. წინასაარჩევნოდ მას კიდევ რამდენჯერმე შევხვდებით.

სხვა მხრიდან კი, ჯერჯერობით, ვეტერანებთან საუბრის სურვილი არავის გამოუთქვამს და ეს ძალიან მაკვირვებს. ნუთუ იმდენი არ გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთისთვის, რომ შეგვხვდნენ, თავიანთი მოსაზრება გაგვაცნონ, ჩვენი აზრიც მოისმინონ და ჩვენი ხედვა გაითვალისწინონ.

შეხედეთ, ამ მხრივ რა ხდება ევროპულ ქვეყნებში, ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ადგილობრივი ვეტერანების მოსაზრება ყველასთვის გასათვალისწინებელია, ჩვენი უგულებელყოფა კი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია", - ამბობს ხურცილავა.

ჩარევა თუ ფალშ-სტარტი?
ვეტერანთა კავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამოეხმაურა. მან ხურცილავასგან განსხვავებული განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ვეტერანმა ფეხბურთელებმა პრეზიდენტობის მსურველ ყველა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

"როგორც ვიცი, ვეტერანებთან შეხვედრა იმ პირობით გაიმართა, რომ ბატონ რევაზს თავისი საარჩევნო პროგრამა და ხედვები უნდა გაეცნო. იმედია, ვეტერანები სხვა კანდიდატებსაც შეხვდებიან და ამის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ისე, მიკვირს, არავისზე ნაკლები დამსახურება არ აქვთ თენგიზ სულაქველიძესა და კარლო მჭედლიძეს, მაგრამ მათი აზრით ვინმე დაინტერესდა? ამ ხალხმა საფეხბურთო სკოლები ააშენეს და ფეხბურთს სულითა და გულით ემსახურებიან", - ამბობს მინისტრი.

საფეხბურთო არჩევნებამდე მდგომარეობა დაძაბულია. არველაძის მხარდამჭერები სახელმწიფოს ჩარევაზე ალაპარაკდნენ. მინისტრს კომენტარი ამ საკითხზეც ვთხოვეთ:

"რომელ სახელმწიფოს ჩარევაზე ლაპარაკობენ, როცა ჯერ საარჩევნო კამპანია მხოლოდ ერთმა კანდიდატმა წამოიწყო. საინტერესოა, ვინმეს რამე პრობლემა შეექმნა?

საერთოდ, ფალშ-სტარტი სპორტსმენის ნერვიულობაზე მეტყველებს და ასე ხომ არ მოსდით? ჩარევაზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვისაც ფეხბურთი პრივატიზებული აქვს.

სახელმწიფოს სურს არა ჩარევა, არამედ, სფფ-სთან თანამშრომლობა. რომ ამბობენ, სუპერთასი კარგად ჩავატარეთო, ეს სახელმწიფოსთან ერთობლივი თანამშრომლობით არ მოხერხდა? სწორედ ამაზეა ლაპარაკი. რა შუაშია ჩარევა"?

მიხეილ ყაველაშვილისა და ლევან ყიფიანის გუნდის წევრი გუბაზ დოლიძე კი ამბობს, რომ ვეტერანთა კავშირმა გადაწყვეტილება ძალიან იჩქარა:

"ახლა მორიდებით ლაპარაკის დრო არ არის. არველაძეს ხმა იმიტომ მისცეს, რომ სხვა კანდიდატები არ შეხვდნენ? არ მესმის, ეს რა ლოგიკაა? ვინმესთან თავად ისურვეს კი შეხვედრა ან დაინტერესდნენ? იქნებ ასეთი მცდელობა სხვებსაც ჰქონდათ. საკუთარ ხმას რომ აძლევენ, იქნებ არველაძეზე უკეთესი პროგრამაც გააცნონ, რატომ ჩქარობენ?

ისიც საინტერესოა, არველაძესთან შეხვედრაზე მას თუ უთხრეს, ქართულ ფეხბურთში რა პრობლემებია?

მათ საქციელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და თუ სიმართლე თქვეს, ამით ბევრ რამეს შეცვლიან. მაგრამ უბედურებაც ისაა, რომ თბილად არიან და თეთრზე შავს ამბობენ. მათი დუმილით კი ქართული ფეხბურთი საბოლოოდ დაიღუპება და რაც ქვეყნისთვის გააკეთეს, წყალში გადაყრილი იქნება.

ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ თავზე, იფიქრონ ქართულ ფეხბურთზეც, რომელიც ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზეა, ქართველი კაცის გულში კი ადგილი დაკარგა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
კარგით ეხლა ხალხო! სანამ არველაძეები იქნებიან ფეხბურთში მანამდე შემახსენე david მერამდენე ადგილზე ვართ?! ისიც შემახსენე ჩვენი ჩემპიონატი მერამდენე ადგილზეა?! ეს თურმე კლუბების ბრალი ყოფილა ფედერაცია არაფერ შუაშია და ცოდნას რაც შეეხება არამგონია კობიაშვილი არველაძეზე ნაკლები გამოცდილი იყოს ))) Walkabout
svani_7
21 აგვისტო 2015 20:42
0
არველაძის დროს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენი კარგი საქმე გააკეთაა - ამაზე რატომ არ გინდათ ლაპარაკი? თუ ჩემი არ გჯერათ, შემიძლია ჩამოვთვალო
David
21 აგვისტო 2015 19:25
0
მე ვუსმინე კობიაშვილს და სავსებით სწორი ხედვა აქვს. წარადგენს პროგრამას და დარწმუნდებით ამაში. არველაძე ვნახეთ უკვე და ფაქტია, მან თავისი მისია ამოწურა. სხვებს კი მოვუსმინოთ, შევაფასოთ რა ბაგაჟის პატრონები არიან. ვეტერანების და არველაძის დახურულ შეხვედრას, ფაქტია, რომ არაჯანსაღი გარიგების ელფერი დაჰკრავს. როგორც წესი, წინასაარჩევნო შეხვედრები ღია უნდა იყოს. გარდა მაგისა, რომ აიჩემეს, ვეტერანები ვართ და დამსახურება გვაქვსო, ფეხბურთში ყველა ვეტერანია, აბა მარკშეიდერები კი არ არიან.
Dato
21 აგვისტო 2015 18:41
0
Bacho
სად მიწერია რომ არველაძეს ცოდნა აქვს?
ცვლილებაა საჭიროა მაგრამ არა იმისთვის რომ თქვა რომ აი ხომ შევცვალეთო, ცვლილება იმისთვისაა საჭირო რომ სასიკეთო რეფორმები გატარდეს?
და ვინ გაატარებს ამ რეფორმებს? ვის აქვს იმის უნარი რომ ჩიხიდან გამოგვიყვანოს? კობიაშვილს? თუ ყაველაშვილს? ბრმად დავუჭიროთ მხარი? ამდენი რაღაც ხდება ჩვენს ფეხბურთში (სამწუხაროდ ნეგატიური) და ერთი ინტერვიუ არ მახსოვს მაგათი გამოსავლის გზებზე ესაუბროთ...
მხოლოდ იმას ამბობენ სიჭინავა უვიცია, ცვლილებებია საჭირო, ჩვენი ფეხბურთი ჩიხშია და ა.შ.
ეგ კიდევ უმაგათოდ ვიცი...
მაგათ (ხუთივემ) იმაზე ლაპარაკს თუ რა ცუდ დღეში ვართ ჯობია პროგრამა შეადგინონ პრობლემების ჩამონათვალით, ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზებით, და მერე როგორ ესახებათ ამის გამოსწორება...
თორემ ეგრე სადაა არაფერს ვიტყვი, ამირჩიეთ და მერე გავაკეთებ საქმესო...
ყაველაშვილი გაიძახის მე შვეიცარიაში ვცხოვრობ და უეფას სასადილოში ვიღაცას ვიცნობო, ჟორდანია იძახის მე გამოცდილება მაქვსო, კობიაშვილი იძახის მე შალკეში ვთამაშობდი და პატიოსანი ვარო, გუცაევი იძახის მაგარ პენლებს ვიკიდებდიო, არველაძე იძახის პლატინის ვიცნობო, და რეალურად საქმეზე არავინ ლაპარაკობს, კლუბების პრობლემებზე, ბავშვთა ფეხბურთზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე, შემოჩვეულ აგენტებზე, კლუბებში ატკატებზე და არც სხვა უამრავ პრობლემაზე...
კაცს პრეზიდენტობა გინდოდეს და ხმას არ იღებდე? არ ამბობდე რას გააკეთებ? ესე იგი არც არაფერი არ იცი და ტყუილად უნდა დაიკავო სკამი ხო?
მერე იტყვი პესიმისტურად რატომ ხარო?)) პესიმისტურად ვიქნები აბა რა ხუთი კანდიდატი გვყავს და არც ერთი იმის გარტყმაში არ არის რას გააკეთებს პრეზიდენტად თუ აირჩევენ...
Walkabout
21 აგვისტო 2015 17:03
0
Walkabout მაშინ მოდი საფეხბურთო მონარქია შევქმნათ საქართველოში გვარად არველაძე.ახლი სისხლი გვჩირდება და შენ თუ მომავლის არ გჯერა მიდი და მოიკალი თავი.ჩვენ პესიმისტები არ გვჭირდება რომლებიც განჭყობას აფუჭებენ.ესეიგი არველაძეს ცონდა აქვს?კიი,აქვს მაგრამ რაში იყენებს ეგ არის საქმე
Bacho
21 აგვისტო 2015 16:13
0
იმ პროფესორებს ვინც არველაზეს პროტესტს უცხადებს:
არველაძე არც მე მეხატება გულზე და მიმაჩნია რომ ის არ უნდა გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი...
კარგად ჩანს რომ 11 წელი მას არაფერი გაუკეთებია...
მაგრამ ერთი არგუმენტი მაინც მითხარით რითი სჯობიან არველაძეს სხვა კანდიდატები (ჟორდანია, გუცაევი, ყაველაშვილი, კობიაშვილი), რა შეუძლია გააკეთონ მეტი ვიდრე არაფრისმკეთებელი არველაძე?
ის არგუმენტი რომელიმე კანდიდატზე რომ პატიოსანიაო არ მიიღება, ჩვენი ფეხბურთის შველას პატიოსნება კი არა ცოდნა სჭირდება...
Walkabout
21 აგვისტო 2015 15:28
0
ამ ვეტარანებს ვინც საჭმლის ფულს მისცემს იმათ მისმენ არ არის პრობლემა.... ამათ გარდა ხო არის კიდე უამრავი სუბიექტი.... კობიაშვილი რომ მოვა მერე იტყვიან მაგას უჭრდით სულ მხარსო :D საბჭოთა აზროვნება აქვს ყველას...
დინამო
21 აგვისტო 2015 14:51
0
გულშემატკივრებო ვინც სარგებლობთ ამ საიტით,მოდიიტ როგორმე ორგანიზება გავუციოთ ჩვენს შეხვედს დაპროტესტი გამოვუცხადოთ არველაძეს.აქ დუკავშირდეტ ერტმანეთს ვინც თანახმაა და შევხვდეტ,მოვილაპარაკოთ,თანამოაზრეები გამოვიყვანოთ,ხომ ხედავთ ქართული ფეხბურთი გულშემატკივრის გადასარჩენი გახდა და გადავარჩინოთ ჩვენ.ვინც თანახმა ხარ აქ დატოვეთ კომენტარო ან კიდევ ჩემს საკონტაკტო ნომერზე 599 35 51 17 დამიკავშირდით ვისაც გული შეგტკივათ ჩვენს ფეხბურთზე.ჩვენი ფეხბურთი ჩვენგან ითხოვს შველას!!!
Bacho
21 აგვისტო 2015 14:46
0
უბედურებაც ისაა, რომ თბილად არიან და თეთრზე შავს ამბობენ. მათი დუმილით კი ქართული ფეხბურთი საბოლოოდ დაიღუპება და რაც ქვეყნისთვის გააკეთეს, წყალში გადაყრილი იქნება.

მე ეჭვი შემაქვს იმაში რომ ვეტერანი ფეხბურთელები კეთილსინდისიერად ებყრობიან ჩვენს ფეხბურთს,ამ საქმეს ისეთი პირი უუჩანს რომ აქ ისინი საკუთარ ბედზე ზრუნავენ და არა ქართულ ფეხბურთზე და ძველ წარმატბას ამოფარებულები მიწას უთხრიან ჩვენს ფხბურტს უკვე წლებია.მოცილდით ყორნებო ამ საქმეს.ჩვენ ფეხბურთი გვიდა და არა თქვენი კეთილდღეობა ფეხბურთის ხარჯზე.ვეთანხმები ამ სიტყვებს სრულიად: ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ თავზე, იფიქრონ ქართულ ფეხბურთზეც, რომელიც ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზეა, ქართველი კაცის გულში კი ადგილი დაკარგა" თუ საჭირო იქნა ჩაერიოს სახელმწიფოც და გულშემატკივარიც,ქართული ფეხბურთი არველაძეების გარეშე,ეგენი ვინები ყოპილან!!!!!!!!!........
Bacho
21 აგვისტო 2015 14:37
0
საფეხბურთო ოჯახში მარტო თქვენ ვეტერანი და მოქმდი ფეხბურთელი თუ იგულისხმებით არ ვიცი თქვენი პოზიცია მაგრმ მე,გულშემატკივარი ვთვლი რომ ჩვენ გულშემატკივარიც ვართ ამ ოჯახის წევრი და მათი სახელით გებნებით რომ ჩვენი პოზიცია ასეთია:სანამ არველაძეები არ ჩამოშრდებიან ქართულ ფეხბურთს მანამ არაფერი გვეშველება,დიდი ხანია ამ აზრზე ვართ ჩვენ გულშემატკივრები.ეხლა თქვნ თქვნი კარიერის და ცხოვრების მოწყობის ქართული ფხბურთის ხარჯზე მოწყობა გადაგიწყვეტიათ მაშინ იგივეს ვიტყვით თქვენზეც,გულშემატკივრის ფავორიტი კობიაშვილია!!!
Bacho
21 აგვისტო 2015 14:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული