თბილისის "დინამომ" საქართველოს სუპერთასი მეშვიდედ მოიპოვა

AutoSharing Option
25 აგვისტოს საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა - ვაკეში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" და თასის მფლობელი თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ. გია გეგუჩაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და ტიტულს დაეუფლა - 1:0.

I ტაიმი უგოლოდ მორჩა, მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მომენტები იყო, რომელთა შორის ქვილითაიას თავურს გამოვარჩევთ - "დინამოს" ფორვარდმა ახლო მანძილიდან ააცილა.

I ტაიმში ინციდენტი მოხდა დინამოელ რენესა და "დილას" ფლანგელ გიორგი ნავალოვსკის შორის. კინკლაობა ჩხუბში არ გადაზრდილა, მსაჯმა ორივე ფეხბურთელი ყვითელ ბარათს დააჯერა.

მეორე ტაიმის 76-ე წუთზე ჯიღაურის შესანიშნავი პასის შემდეგ ანგარიში 22 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა.

87-ე წუთზე "დინამოს" გოლკიპერმა გიორგი ბიგაშვილმა აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი - 1:0.

თბილისის "დინამომ" საქართველოს სუპერთასი ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ბიჭებო და კვლავაც მრავალ გამარჯვებას გისურვებთ!
მანჩო
09:39 26-08-2015
0
Malmo FF 2-0 Celtic გავიდა ჯგუფურ ეტაპზე ჩვეეენც გვინდა ჩვეეეეეენც დინამო, დილა, ზესტაფონი, დინამო ბათუმი ევროპალიგაზე მაინც გადით
svani_7
02:50 26-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული