I ტაიმი უგოლოდ მორჩა, მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მომენტები იყო, რომელთა შორის ქვილითაიას თავურს გამოვარჩევთ - "დინამოს" ფორვარდმა ახლო მანძილიდან ააცილა.
I ტაიმში ინციდენტი მოხდა დინამოელ რენესა და "დილას" ფლანგელ გიორგი ნავალოვსკის შორის. კინკლაობა ჩხუბში არ გადაზრდილა, მსაჯმა ორივე ფეხბურთელი ყვითელ ბარათს დააჯერა.
მეორე ტაიმის 76-ე წუთზე ჯიღაურის შესანიშნავი პასის შემდეგ ანგარიში 22 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა.
თბილისის "დინამომ" საქართველოს სუპერთასი ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა.