სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: რევაზ არველაძე, უკვე ოფიციალურად...

AutoSharing Option
რევაზ არველაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 25 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა.

არველაძე ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა წარადგინა.

აი, ფრაგმენტი სფფ-ის გენერალური მდივნის განცხადებიდან:

"ხვალიდან (ანუ დღეიდან - რედ.) ვაჩერებ ყველა ტიპის აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივ საქმიანობასთან. ვიტოვებ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას.

უახლოეს პერიოდში უეფას ეგიდით რამდენიმე სტრატეგიული ფორუმი იმართება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის.

ამ შეხვედრების შემდეგ, კერძოდ - 17 სექტემბრიდან, გადავდგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან.

მინდა, ჩემი გამოცდილება და კონტაქტები
ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეს მოვახმარო. მზად ვარ, განვიხილო ნებისმიერი წინადადება, რადგან სწორედ ერთობლივი ქმედებებით იქნება შესაძლებელი მთავარი მიზნის - ქართული ფეხბურთის წარმატების მიღწევა მისი სწორი განვითარების გზით", - ნათქვამია არველაძის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რეზი წადი შინ და დაისვენე რა. რა ხარ ესეთი მოუცილებელი.
0
მარადმწვანე გენ მდივანი... შეეშვი რა ფეხბურთის დაბეჩავებას. სხვებმაც ცადონ იქნებ უკეთესად აკეთებენს საქმეს. 4 წელი დაისვენე და მერე ცადეთ ძმებმა ერთად.
პაპა
14:11 26-08-2015
0

სიახლეები პოპულარული