სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: როგორ იღებს რევაზ არველაძე უპირატესობას...

AutoSharing Option
რევაზ არველაძემ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში განაცხადი უკვე შეიტანა და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. მისი კანდიდატურა წარადგინეს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა, "ვიტ ჯორჯიამ", გურიის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონალურმა ფედერაციებმა, აგრეთვე, ფუტსალის ასოციაციამ.

არველაძემ განაცხადა, რომ იურიდიულად არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ თანამდებობას საკუთარი სურვილით დატოვებს, რათა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყოს.

ვრცელდება ხმები, რომლის მიხედვითაც, რევაზ არველაძე უკვე არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს. ეს ყველაფერი ემყარება კულუარულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფედერაციის გენმდივანმა გამოცდილებით, კავშირებით და მის ხელთ არსებული
ბერკეტებით ისარგებლა.

არველაძემ უკვე მოახერხა რეგიონული ფედერაციებისა და ასოციაციების თავკაცთა გულის მოგება. ამ პროცესის ნაწილად ჩათვალეს ვარშავაში, ევროპალიგის ფინალზე რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტების გუნდური გასეირნება. მათ კი 22 ხმა აქვთ.

მაგრამ ოპონენტები არველაძეს ბრალად იმას უყენებენ, რომ სუბიექტების დელეგატებად სფფ-ს თანამშრომლები იქნებიან წარმოდგენილნი, ანუ ის ხალხი, ვინც ფინანსურად ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული.

მაგალითად მოიყვანეს ხმის უფლების მქონე იმ დელეგატთა გვარები, რომლებიც ფედერაციის თანამშრომლები არიან და ხელფასს ამ ორგანიზაციიდან იღებენ. თუნდაც ის, რომ გურიის რეგიონულ ფედერაციას გოჩა ტყებუჩავა წარმოადგენს, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია;

ოთარ კორღალიძე, რომელიც უმცროსი ასაკის ნაკრების მწვრთნელია, წარმოადგენს იმერეთს, გიორგი ხაჩიძე - სფფ-ის აკადემიის მენეჯერი, ბავშვთა სკოლების ასოციაციის ხმის უფლება არჩილ არველაძეს აქვს მინდობილი და ასე შემდეგ.

ანუ ამ ვერსიით, რევაზ არველაძე სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობას იღებს.

არველაძის მხარდამჭერ სუბიექტებს ოპონენტები იმას საყვედურობენ, რომ ჯერ მათთან დალაპარაკება არ ისურვეს და თუ ყველას პროგრამის გაცნობა არ სურთ, სფფ-ს გენმდივანს რატომ ემხრობიან? იქნებ, ფეხბურთის აღორძინების უკეთეს გეგმას ჩვენ ვთავაზობთო?!

მაგრამ ყველაზე უცნაური სხვა კანდიდატების პასიურობაა, მამუკა კვარაცხელიას თუ არ ჩავთვლით. ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდებიან ისინი სარბიელზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ძმებო, მეგობრებო, ქართულ ფეხბურთზე შეყვარებულო ქართველებო!
მსურს, ერთი განცხადება გავაკეთო!
ყველანი ვხედავთ რა სიტუაციაცაა! ცბიერი არველაძე ცდილობს მიიტაცოს სფფ-ს პრეზიდენტის სავარძელი. ჩვენ ვიცით რა დღეშიცაა დღეს ჩვენი სასიქადულო ქართული ფეხბურთი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქართული ფეხბურთის ამ მდგომარეობამდე დაყვანაში ლომის წილი ბატონ არველაძესაც აქვს. ის ახლა კვლავ ცდილობს, ყველა ხრიკით მიიტაცოს თანამდებობა და თუ ეს ასეც მოხდა, მაშინ აგონიაში მყოფი ჩვენი ფეხბურთი საბოლოოდ მიიცვლება.
მოდი, არ დავუშვათ ეს! დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი. როგორ? რითი?
თუ უფროსი არველაძე გაიმარჯვებს არჩევნებში, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. ვანახოთ, რომ ხალხი ერთად ვართ და არ გვსურს ჩვენი სანუკვარი ქართული ფეხბურთი კვლავ ამ ცბიერმა მართოს. თუ ამას შევძლებთ(ვგულისხმობ, ერთმანეთის გვერდში დგომას), თუნდაც გაიმარჯვოს არჩვევნებში, ის იძულებული გახდება წავიდეს!
მოდი, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ვიხსნათ ჩვენი უსაყვარლესი თამაში გაქრობისგან!
მე, როგორც ერთი კაცი, მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის. მე მენატრება ნამდვილი თამაში, რისი ხილვის იმედიც მაფიოზების ხელში, ფაქტიურად 0-ის ტოლია.
ჩვენ უნდა შევძლოთ და ქართული ფეხბურთი გამოვტაცოთ მექრთამეებს მარწუხებიდან. მე ჩვენი ერთად დგომის იმედი მაქვს!
თუ ერთად ვიქნებით, გამარჯვებებიც მოვა!
გენაცვალეთ გულანთებულო ქართველებო!!!
ლევანი
16:00 28-08-2015
0
აბა აჩი არველაძე ვის მისცემს ხმას :D
პროსტა სასაცილოა ეს ყველაფერი რა
aieicm
11:52 27-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული