"თუ სფფ-ში ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდება, ქართულ ფეხბურთს დავტოვებ"

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთის ფედერაციაში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, ქართულ ფეხბურთს დავტოვებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განუცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ლევან კობიაშვილს.

ფიფია აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება.

"ვადასტურებ ამ სიტყვებს, რომ თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, დავტოვებ ქართულ ფეხბურთს. "დინამო" ასეთი აქტიური ინვესტიციებით მარტო ვერ დარჩება ქართულ ფეხბურთში. რომ მოვიდეს კერძო მესაკუთრე, საჭიროა დახვდეს სხვანაირი, სამართლიანი სურათი.

გასაგებია, რომ მხოლოდ ფედერაცია ვერ წყვეტს ამ საკითხებს,
მაგრამ მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფოსთან, რომელმაც უნდა გაიღოს თანხა ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ ეს თანხა სწორად არის დასახარჯი. ცვლილებები არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. მეტსაც გეტყვით, ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. ეს უნდა მოხდეს აკადემიისა და სკოლების ჩამოყალიბების მიმართულებით. მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდით ვერ ავამაღლებთ ფეხბურთის დონეს. აუცილებელია მივიღოთ მომავალი თაობა", - განაცხადა ფიფიამ.

მისივე თქმით, ლევან კობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ის ენდობა.

"მაქვს იმედი, რომ მასთან ერთად განხორციელდება უამრავი კეთილშობილური საქმე ფეხბურთში. სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, რეზი არველაძესაც აქვს დიდი გამოცდილება. როგორც ფუნქციონერს, მასაც აქვს შანსები, რადგან არჩევნებზე წინასწარ აქვს ნამუშევარი. ის ხალხი, ვინც დებს ქართულ ფეხბურთში ფულს, მხარს უჭერს კობიაშვილს", - განაცხადა ფიფიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
დაახვიე შენი რუსული ,,დ"-თი

ქართველებს დამწერლობა არ გვაქვს ?
giga
17:02 31-08-2015
0
ესეც რომ წავიდეს საერთოდ მოკვდება ქართული ფეხბურთი, რა უნდა ამ არველაძეს თავის ამბიციებს უნდა გადააყოლოს ქართული ფეხბურთი, წაყვეს რა დომენტის უეფაში სადმე დანიშნავენ მაგასაც არ დარჩება უმუშევარი... იქნება კოკაიც დაუბრუნდეს ზესტაფონს ეგენიც რომ წავლენ ...
თბილისი
17:37 31-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული