ამ წუთებში კი კობიაშვილი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბებს ხვდება.
კობიაშვილი კლუბების წარმომადგენლებს თავის საარჩევნო პროგრამას გააცნობს. შეხვედრა არაფორმალურ, დახურულ გარემოში იმართება.
როგორც კობიაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საუბარი შეეხება ერთიანი საფეხბურთო მატჩის სისტემის გაუმჯობესებას, ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას და ქართული ფეხბურთის შესაძლებლობების განვითარებას. მისივე თქმით, ეს პირველი ღონისძიებაა, სადაც უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბების
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან პირველად დაფიქსირდა ასეთი მასშტაბური შეკრება, სადაც უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბები სრულად არიან წარმოდგენილნი.
აქ ასევე არიან ხმის უფლების არმქონე კლუბები. ჩემთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის ამ შეხვედრით დაწყება. კლუბებს გავაცანი ჩემი ხედვა და სამოქმედო სტრატეგია, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებას.
ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეროვნული ჩემპიონატის განვითარების ხელშეწყობა. ამიტომ ვარ სრულად გახსნილი და თითოეული აქ წარმოდგენილის მოსაზრება არის ღირებული და გასათვალისწინებელი.
ჩვენ ვიმუშავებთ გუნდურობის პრინციპით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კონკრეტული შედეგის მიღებას, რაც ქართული ფეხბურთის წინსვლას შეუწყობს ხელს", - განაცხადა კობიაშვილმა.
კვირის ბოლომდე ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები რეგიონულ ფედერაციებთან, ასოციაციებთან და ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელებთან.