ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" მეტოქე ცნობილია
AutoSharing Option
ნიონში ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის - უეფას იუნიორთა ლიგის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე საქართველოდან "საბურთალო" ითამაშებს, რომელსაც პირველ მეტოქედ დანიური "მიდტიულანდი" ეყოლება.
პირველი მატჩი თბილისში 29 ან 30 სექტემბერს გაიმართება, საპასუხო დანიაში კი - 20 ან 21 ოქტომბერს.
გამარჯვების შემთხვევაში, "საბურთალო" "ბულგარულ "ლიტექსსა" და პოლონურ "ლეგიას" გამარჯვებულს შეხვდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.