პლატინისა და ბლატერს აქვთ უმაღლესი განათლება? - ყაველაშვილი ჩივილს აპირებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციამ ხელოვნური ბარიერით ჩამოაშორა. ის სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

საქმე ეხება ფეხბურთის ფედერაციის წესდების იმ ნაწილს, რომლის ძალითაც პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ აქვს კანდიდატს, ვინც არ ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს:

"ფედერაციის გენერალურმა სამდივნომ გაუგებარი მიზეზი დაასახელა. მისი განცხადებით, ცვლილება თეა წულუკიანის გამო მიიღეს.

ეს სრულიად ალოგიკური ახსნაა, რადგან ფეხბურთის ფედერაცია, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია და საჯარო სამსახური ერთმანეთთან კავშირში არ არის. წულუკიანსაც უაზროდ ედავებოდნენ არა დიპლომს,
არამედ იმას, იყო თუ არა იურისტი.

მე ასეთი კითხვა მაქვს: სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, დაინტერესებულიყვნენ, აქვთ თუ არა უმაღლესი განათლება უეფასა და ფიფას პრეზიდენტებს, პლატინისა და ბლატერს. ასეთი დიპლომი არავის აქვს", - გვითხრა ყაველაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბატონო მიხეილ,
თქვენ წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ; მორიდებული და ზრდილობიანი ადამიანის. შეიძლება ქართულ ფეხბურთს რა სჭირდება უკეთესად იცით ვიდრე რეზიკომ და დომენტიამ ერთად, მაგრამ თქვენ არ ხართ ნაწილი სკამებსჩაბღაუჭებული ვეტერანების თაობის, თქვენ არ ხართ ყოფილი-ფეხბურთელი-ერთ დღეღამეში-გადაქეცული-ენერგეტიკის-მინისტრის ძმაკაცი. თქვენ ხართ ქართული ფეხბურთის დეგრადირებით გულნატკენი, მორიდებული ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც მშვიდობიანი და საათივით აწყობილი შვეიცარიიდან ნახევრადფილოსოფიურ სურვილებს გამოთქვამთ. საქართველოში თქვენნაირ ჯენტლმენ ადამიანებს ისე მიირთმევენ როგორც შებოლილ თევზებს ცივ ლუდთან ერთად. ქართულ ფეხბურთში უნდა იყო კანიბალი მგელი, უნამუსო, უსინდისო, თავზეხელაღებული ბაბანგიდა. სხვანაირად ვერ გააგებინებ ამ ხალხს ვერაფერს. სხვა ენა არ იციან გარდა ძალისმიერი ენისა. თქვენი ჩართვა ქართულ ფეხბურთში იგივეა როგორც დედა ტერეზას გასვლა რინგზე კლიჩკოს წინააღმდეგ. გისურვებთ რეალობის სათანადოდ შეფასებას.
არა კორუფციას! არა ნეპოტიზმს!
10:13 03-09-2015
0
ყაველაშვილი კულტურული,პატიოსანიდა პროფესიონალი კაცია.ყველა მაფიოზი ვერ იქნება.(საბედნიეროდ!).
babuko
08:07 03-09-2015
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული