პლატინისა და ბლატერს აქვთ უმაღლესი განათლება? - ყაველაშვილი ჩივილს აპირებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციამ ხელოვნური ბარიერით ჩამოაშორა. ის სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

საქმე ეხება ფეხბურთის ფედერაციის წესდების იმ ნაწილს, რომლის ძალითაც პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ აქვს კანდიდატს, ვინც არ ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს:

"ფედერაციის გენერალურმა სამდივნომ გაუგებარი მიზეზი დაასახელა. მისი განცხადებით, ცვლილება თეა წულუკიანის გამო მიიღეს.

ეს სრულიად ალოგიკური ახსნაა, რადგან ფეხბურთის ფედერაცია, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია და საჯარო სამსახური ერთმანეთთან კავშირში არ არის. წულუკიანსაც უაზროდ ედავებოდნენ არა დიპლომს,
არამედ იმას, იყო თუ არა იურისტი.

მე ასეთი კითხვა მაქვს: სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, დაინტერესებულიყვნენ, აქვთ თუ არა უმაღლესი განათლება უეფასა და ფიფას პრეზიდენტებს, პლატინისა და ბლატერს. ასეთი დიპლომი არავის აქვს", - გვითხრა ყაველაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბლატერს დამთავრებული აქვს ლოზანის უნივერსიტეტი და პლატინის არ ვიცი.
ყოველ სემთხვევაში ორივე მაგრად წინ არი განათლებით ყაველაშვილზე.
0
ისე, ერთი წუთით თავი დავანებოთ იმას, რამდენად სწორია მოთხოვნა, თითონ ყაველაშვილი ამდენი ხანია არჩევნებისთვის ემზადება, ის მაინც წაეკითხა რა მოთხოვნები ჰქონდათ კანდიდატების მიმართ. ახლა რო აპროტესტებს მანამდე გაეპროტესტებინა :(

ნუ იმედია ეს ცვლილება 1 თვის წინ არ შეუტანიათ წესდებაში
Giorgi
15:43 02-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული