ამასწინათ ყაველაშვილი რევაზ არველაძის პროგრამის პრეზენტაციაზე გამოჩნდა, რაც ერთობ მოულოდნელი იყო...
- დიდი ხანია, რაც ფეხბურთის ფედერაციისა და რევაზ არველაძის ოპონენტად ითვლებით. მის ღონისძიებაზე თქვენი გამოჩენა ბევრისთვის სიურპრიზი იყო...
- სხვათა შორის, შარშან ჩემი სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია რომ შედგა, მაშინ მოსაწვევი ფედერაციას და, მათ შორის, რეზისაც გავუგზავნეთ.
მინდა ვუპასუხო იმ ვეტერანების პრეტენზიებსაც, რომლებიც ამბობენ, ჩვენთან შეხვედრა მხოლოდ რევაზ არველაძემ მოინდომაო -
რა თქმა უნდა, მისი მხარდამჭერი არ გახლავართ და რა პრინციპებიც მქონდა, იმავე პრინციპებზე ვრჩები. მაგრამ ეს ურთიერთობის კულტურაა და ამას არ უნდა ვუღალატოთ. ფეხბურთში ფეარ-პლეის პრინციპი დამკვიდრდა და ამიტომაც მოვედი აქ. "ჩვენი ფეხბურთის" დაფუძნების შემდეგ, ვცდილობთ, ერთმანეთისგან პიროვნული ურთიერთობა და პროფესიული დამოკიდებულება გავმიჯნოთ. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.
- თქვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოგართვეს...
- ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა სამდივნომ გაუგებარი მიზეზი დაასახელა - არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი მოსთხოვა. სამდივნოს განცხადებით, ცვლილება თეა წულუკიანის გამო მიიღეს.
ეს სრულიად ალოგიკური ახსნაა, რადგან ფეხბურთის ფედერაცია, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, და საჯარო სამსახური ერთმანეთთან კავშირში არ არის. წულუკიანსაც უაზროდ ედავებოდნენ არა დიპლომს, არამედ იმას, იყო თუ არა იურისტი. მე ასეთი კითხვა მაქვს - სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, დაინტერესებულიყვნენ, აქვთ თუ არა უმაღლესი განათლება უეფასა და ფიფას პრეზიდენტებს, პლატინისა და ბლატერს, ან ბეკენბაუერს, ხორვატიისა და პოლონეთის ფედერაციების თავკაცებს - შუკერსა და ბონეკს? ასეთი დიპლომი არავის აქვს.
- გინდათ, თქვათ, რომ ფეხბურთის სამართავად უმაღლესი განათლება საჭირო არ არის?
- მაშინ, კითხვას შემოგიტრიალებთ - ვთქვათ, პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს უმაღლესი ზოოვეტერინარული ან ეკომონიკური განათლება. ამით ფეხბურთში ჩემზე მეტი ეცოდინება? ეს არის პროფესიული სწავლება, რომელსაც ფეხბურთთან კავშირი არ აქვს. ის მაინც მიეთითებინათ, რომ კანდიდატს უმაღლესი სპორტული სასწავლებლის დიპლომი მოეთხოვებაო. ამიტომ, ეს კრიტერიუმი არის ისეთი სახის დარღვევა, რომელსაც ახსნა არ მოეძებნება...
საერთოდ, ეს დიპლომანია საბჭოური სისტემის უაზრო დანამატი იყო და ვერავინ დამაჯერებს, რომ აქტიური სპორტსმენი უმძიმეს ვარჯიშებსა და კარგად სწავლას თანაბარი წარმატებით მოახერხებს. ყველამ ვიცით, რომ მაშინ სპორტსმენებს დიპლომს სწავლის გარეშე აძლევდნენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ნამდვილად ჩავაბარე და მესამე კურსამდე ვსწავლობდი. მაგრამ ვეღარ გავაგრძელე, რადგან ხშირად დავდიოდი უცხოეთსა და შეკრებებზე და თავს ხომ არ მოვიტყუებდი?
სირცხვილი ის კი არ არის, მე რომ დიპლომი არ მაქვს, არამედ ის, რომ ამის დამადასტურებელი ცნობის მქონეთა 80-მა პროცენტმა დიპლომი უსწავლელად აიღო...
- თქვენ სპორტული დიპლომი გაგაჩნიათ?
- შვეიცარიაში სამწვრთნელო ლიცენზია მივიღე და მენეჯმენტსაც ვსწავლობდი. მაგრამ ეს საარჩევნო დებულებასთან რა კავშირშია? პირდაპირ ბრალს ვდებ ფედერაციას და მის გენერალურ სამდივნოს - ეს ცვლილება არჩევნებიდან ჩემს ჩამოსაშორებლად მიიღეს!
ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებ და მის გაუქმებას მოვითხოვ. მართალია, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას ვეღარ მოვასწრებ, თუმცა ჩემი სიმართლის დამტკიცებას მაინც შევეცდები.
ვიმეორებ, უმაღლესი განათლების დიპლომი არც პლატინის აქვს და მაშინ მითხრან, ეს კაცი უეფას პრეზიდენტი არ უნდა იყოს? ან უეფას წესდებაში სად ნახეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლების დიპლომი მოეთხოვება? ასეთი რამ არსად წერია!
- თქვენი გუნდიდან ლევან ყიფიანის წარდგენაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ჯერ არაფერი ისმის. არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?
- ამას პრესკონფერენციაზე განვაცხადებთ, მაგრამ უკვე გითხარით, რასაც ვაპირებთ. წლებია, რაც სამართლიანი არჩევნები გვსურს. მაგრამ ეს ახლაც ვერ ხერხდება და დაპირისპირება უფრო და უფრო მძაფრდება. ხმები ყველას გვესმის, რომ შეიძლება, სახელმწიფოს მხრიდან იყოს ჩარევა. მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ იმას ვხედავ, რომ დარღვევით მოქმედება ფედერაციამ დაიწყო.
მე მორალურ მხარესა და მიდგომებს ვგულისხმობ. წინასწარ მოხდა ხმების დელეგირება, როცა ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამას არც გაცნობიან. ეს უკვე გაუგებარია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რა განათლება, "რი" განათლება, ხომ არ გაგიჟდით? ხომ ხედავთ, ადამიანს პლატინის უნდა რომ შეედაროს, სხვას არავის.
პლატინი ეგრევე არ გამხდარა უეფას პრეზიდენტი ჩემო მიშა, მან გაიარა გარკვეული საფეხურები, შენც იგივეს გირჩევ, რაღაცით დაიწყე, ვინმეს გვერდში ამოუდექი, იბრძოლე მასთან ერთად და მერე დაიწყე მუშაობა იმ გუნდში, რომელსაც შენი თანადგომით მოიყვან. მერე კი ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, გაუქმდეს ეს წესი დიპლომთან დაკავშირებით და შენც შეძლებ კენჭი იყარო. თორემ "ზერო" გამოცდილებით ამ სტრუქტურებში მუშაობით და თანაც უდიპლომოდ (განათლების გარეშე) ეგრევე პრეზიდენტობა ცოტა უხერხულიც არის მე თუ მკითხავ. კი ბატონო დიპლომის მოთხოვნა შეიძლება არ იყოს საჭირო, გეთანხმები, მაგრამ სტაჟი და გამოცდილება აუცილებელია. ამიტომ ამ წესში ერთ ერთი აუცილებლად უნდა იყოს, ან უმაღლესი განათლების დიპლომის მოთხოვნა, ან ამ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება (კარგი ფეხბურთელობა სხვა რამეა), თორემ ერთ დღესაც ადგება კარგი ფეხბურთელი და დაიჭყებს სხვების ჭკუის სწავლებას, რაც ყველაზე ნაკლებად წაადგება ქართულ ფეხბურთს.
ანუ ადამიანი კარგი ფეხბურთელი იყო, არსად უმუშავია, მაგრამ აქვს უმაღლესი განათლება, რაც გარკვეულწილად აბათილებს მის ანალოგიურ სტრუქტურებში მუშაობის "სტაჟის არ ქონას", ვიმეორებ, ესეც პირობითია, რადგან რაღაცას უნდა დავეყრდნოთ, სხვაგვარად შეუძლებელია, ადამიანს რომ ანდო საჭე მას ან ცოდნის დამადასტურებელი "საბუთი" უნდა ჰქონდეს, ან გამოცდილების და ასეც უნდა გაიწეროს ეს ყველაფერი, ან ერთი უნდა გქონდეს, ან მეორე.
რაც შეეხება ვეტერინარის დიპლომი ექნება, ჩარხმშენებლის ინჟინრის, თუ სანტექნიკური ნაგებობების მშენებლის, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს გარკვეული ცოდნა უმაღლესი განათლების კუთხით, მას შეიძლება სპორტის განხრით არ აქვს დიპლომი, მაგრამ იყო სპორტსმენი, ფეხბურთელი და აქვს უმაღლესი განათლება, ეს იმათთვის ვინმაც იცის რას ნიშნავს უმაღლესი განათლება, თუ საერთოდ გაქვს მიღებული უმაღლესი განათლება გარკვეულ დონეზე, შენ პოტენციურად შეგიძლია ბევრი კუთხით იმუშავო და ბევრი რამ გადაწყვიტო და ა.შ.
ასე რომ, მიშა, პირდაპირ პრეზიდენტობა გინდა და სხვა არაფერი, ეს არ არის გამოსავალი, ჯერ სხვა თანამდებობიდან დაიწყე, ვინმეს დაუდექი გვერდში, ვინც შენს ხედვებთან ახლოს არის